ENGLISH

მთავარი

პროექტის - "ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" - სამუშაო შეხვედრა

11 მაისი, 2018

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი"-ს წარმომადგენლები, პროექტის - ,,ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" - ფარგლებში, სოფელ დოხოძეებისა და კანტაურის საინიციატივო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე ესწრება.
თითოეული სამიზნე სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დაახლოებით 3 000-მდე ლარს გამოყოფს.
ვინაიდან პროექტი მუნიციპალიტეტში ქედის მერიისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას მეტი თანხა დასჭირდება, მუნიციპალიტეტი მზაობას გამოთქვამს, თანადაფინანსებით ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში.
პროექტს გერმანული ორგანიზაცია „Bread for the World"-ი აფინანსებს.

 

 

 


არაფორმალური სოციალური ქსელების გავლენა და მნიშვნელობა არალეგალური მიგრაციული ნაკადების მართვაში

26 ოქტომბერი, 2017


სახელწოდება:
არაფორმალური სოციალური ქსელების გავლენა და მნიშვნელობა არალეგალური მიგრაციული ნაკადების მართვაში
პარტნიორები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია & მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
პროექტის აღწერა: სოციალურ აქტორების ურთიერთობები და ურთიერთქმედება სოციალური სტრუქტურის ფორმის და შინაარსის განმსაზღვრელია. ურთიერთქმედების მოდელები აყალიბებს სოციალური ქსელების სხვადასხვა ტიპის კონსტრუქტებს.სოციალურ ქსელში ჩართული თითოეული ადამიანი, სოციალური აგენტი არის მონაწილე მისი კვლავწარმოქმნის პროცესის. რაფორმალური სოციალური ქსელი შემოფარგლავს იმ ხალხს, ვინც ფაქტობრივად შეესაბამება ერთმანეთს.


მსოფლიო რელიგიების კლუბის მეექვსე სეზონი დაიწყო!

23 მარტი, 2017

მსოფლიო რელიგიების კლუბის მეექვსე სეზონი დაიწყო! 15 მარტს ჩატარდა სალექციო კურსის პირველი შეხვედრა. კლუბის სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი. ლექციის თემა : "რელიგიის მნიშვნელობა მორწმუნის და ათეისტისთვის". შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მოხსნებას, შესვენების შემდეგ კი გაიმართ დისკუსია.


ისლამი, პოლიტიკა და იდენტობა პანკისში

26 იანვარი, 2017

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და " გლობალური ისლამის" აღზევების ფონზე პანკისის ხეობაში რელიგიური ტრანსფორმაციის ძირითადი თავისებურების შესწავლის შედეგებს.

 


რელიგიური პლურალიზმი, ექსტრემიზმი და დემოკრატია:

26 იანვარი, 2017

  რელიგიური პლურალიზმი, ექსტრემიზმი და დემოკრატია:   მონიტორინგი და დებატები

 

 


გამოკითხვა