ENGLISH

სიახლეები

ტრენერთა ტრენინგი საჯარო ფორუმების მოდერაციაზე

images/DSC04741.JPG

10-11 ივლისს თბილისში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი საჯარო ფორუმების მოდერაციაზე. ტრენინგი კავკასიურმა ინსტიტუტმა ცვლილებების და კონფლიქტების მართვის ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 8 რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების 16-მა წარმომადგენლებმა.

ტრენინგის მიზანი იყო რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საჯარო დისკუსიების ინიცირების და ჩატარების ახალი მეთოდის გაცნობა. ტრენინგის განმავლობაში საუბარი იყო ამ მეთოდის გამოყენების მნიშვნელობასა და მართებულობაზე. სესიების უმრავლესობა დაეთმო საჯარო ფორუმების ფორმატის განხილვას და ფორუმის მოდერატორის სამუშაო ტექნიკების დახვეწას. ტრენინგის დროს ჩატარდა რამდენიმე იმიტირებული საჯარო ფორუმიც, რომლის დროსაც მონაწილეებს საკუთარი უნარების პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მიეცათ.

ტრენინგის ბოლო სესია დაეთმო მომავალი საჯარო ფორუმების დაგეგმვას. გადაწყდა, რომ საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება ფორუმების  3 რაუნდი - სულ 24 ფორუმი. ყველა რეგიონის წარმომადგენელს გადაეცა ფორუმის ჩატარებისთვის აუცილებელი მასალა და ტექნიკა, მათ შორის დიქტოფონებიც, რაც შესაძლებელს გახდის შეხვედრების აუდიო ჩანაწერის გაკეთებას. ასევე გადაწყდა, რომ პირველი რაუნდის თემა იქნება: საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა.  

ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.

გამოკითხვა