ENGLISH

სიახლეები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულმასშტაბიანი ამოქმედების გადავადება იგეგმება

18 სექტემბერი, 2014

17 სექტმბერს საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი  განიხილა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ორი წლით გახანგრძლივდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა. 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე 

 

 


მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის ანალიზი

11 აგვისტო, 2014

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC), "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" (TI) და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია), ერთობლივი კვლევა განახორციელეს.
ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევა შეეხება მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემას და მასში გაერთიანებულია მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი, გააზრებულია საერთაშორისო სტანდარტები და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ  ვებ-გვერდზე 

 

 


გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის დასკვნა

29 ივლისი, 2014

2014 წლის 24 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს რიგით მეოთხე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია რიგი წინგადადგმული ნაბიჯები, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ დონეზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა. ასევე ხაზგასმულია პრობლემები და ცალკეული უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებული სირთულეები, რომელთა გადაჭრის მიზნით კომიტეტმა სახელმწიფოს საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე  

 

 


სტარტაპი MOVEMENTS.ORG

24 ივლისი, 2014

Facebook-სა და ბლოგებს ახალი ონლაინპლატფორმა, Movements.org, ემატება, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო აქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან შეეძლებათ ერთმანეთთან დაკავშირება, გამოცდილებისა და ისტორიის გაზიარება და იურისტების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დახმარების მიღება.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა პროექტის განსახორციელებლად გრანტის სახით $250 000 გამოყო. 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე 


 

 


UNCRPD-ის იმპლემენტაციის სარეკომენდაციო კონცეფციის პრეზენტაცია

09 ივლისი, 2014

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოამზადა "გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი", რომლის მიზანია შეაფასოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა კონვენციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შეიმუშავოს კონვენციის იმპლემენტაციის სარეკომენდაციო კონცეფცია.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ–გვერდზე


რესურს ცენტრი

03 ივლისი, 2014

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის  რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ დევიდ ფარელის წიგნს  „Electoral Systems: A  comparative Introduction".
ავტორი აღწერს და აფასებს სხვადასხვა საარჩევნო სისტემის ფორმებს, რომელიც ფუნქციონირებს 50-ზე მეტ დემოკრატიულ  ქვეყანაში. 

 


გზამკვლევი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისთვის

11 ივნისი, 2014

ადამიანის უფლებების  სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა , ევროსაბჭოს მხარდაჭერით,მოამზადა გზამკვლევი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისთვის. გზამკვლევის მიზანია იმ ქალი კანდიდატების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა, რომლებიც კენჭს იყრიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
გზამკვლევი იხილეთ შემდეგ ვებ–გვერდზე


„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა

04 ივნისი, 2014

პარლამენტის წევრების ვახტანგ ხმალაძისა და გია ჟორჟოლიანის  ინიციატივით „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა. კანონპროექტის თანახმად, უქმდება ნორმა, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ, ყველა მოხელეს  მოვალეობის შემსრულებლად აცხადებს. 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზე


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

08 აპრილი, 2014

კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, მხარი დაუჭიროს პარლამენტში ფარული მოსმენების საკითხზე ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გაეცანით შემდეგ მისამართზე: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/30143/              


„ეს შენ გეხება!“

02 აპრილი, 2014

ეს შენ გეხება! - ისევ გვისმენენ!" - ამ სლოგანით გაერთიანდა სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, რათა პარლამენტს შეახსენოს, რომ უკანონო თვალთვალი და მიყურადება გრძელდება და ამისთვის ხელის შესაშლელად საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებელი. კამპანია „ეს შენ გეხებას" წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველ კოალიციას სისტემური ცვლილებები არ განუხორციელებია და კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან სამართალდამცავ ორგანოებს შეუზღუდავი წვდომა აქვთ. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ რადიო თავისუფლების ვებ–გვერდზე  

 


გამოკითხვა