ENGLISH

სიახლეები

ლექცია იუდაიზმზე

23 მაისი, 2016

11 მაისს მსოფლიო რელიგიათა კლუბში კიდევ ერთი ლექცია დაეთმო იუდაიზმზე საუბარს. ამჯერად, კლუბს სტუმრობდა ებრაელი თეოლოგი, ბატონი გრეგორი ლევინეცი.


„მსოფლიო რელიგიების და კულტურის შესახებ" სალექციო კურსი იუდაიზმის შესახებ.

20 მაისი, 2016

6 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „მსოფლიო რელიგიების და კულტურის შესახებ" სალექციო კურსის ფარგლებში, ჩატარდა ლექცია იუდაიზმის შესახებ. პროექტს ანხორციელებს:კონრად ადენაუერის ფოდნის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი", "მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსიტუტი" და "თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის". პროექტის მონაწილეებისთვის იუდაიზმის შესახებ, ისაუბრა ებრაელ ქალთა საბჭოს წარმომადგენელმა, ფონდ "ლეას" დირექტორმა, ქალბატონმა მარინე სოლომონიშვილმა.


მსოფლიო რელიგიათა კლუბის მერვე ლექცია: " ტრადიციები იუდაიზმში".

19 მაისი, 2016

4 აპრილს, მშვიდობის, დემოკრატიის და გავნითარების კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა მსოფლიო რელიგიათა კლუბის მერვე შეხვედრა. კლუბის სტუმარი იყო თბილისის ებრაული სათემო სახლის, "ხესედ ელიაჰუ" კლუბის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი ეთერ თოფჩიაშვილი-გიგინეიშვილი; თემა - "ტრადიციები იუდაიზმში".


სასერტიფიკატო კურსის „საბჭოთა წარსულის გაცნობიერება" პირველი ლექცია

18 მაისი, 2016

13 მაისს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, გაიმართა სასერტიფიკატო კურსის „საბჭოთა წარსულის გაცნობიერება" პირველი ლექცია.აწმყოში მიმდინარე პროცესები რომ ავხსნათ და მაქსიმალურად დავაზღვიოთ საზოგადოებაცა და საკუთარი თავიც მომავალი შეცდომებისგან, აუცილებელია, რაც შეიძლება საფუძვლიანად შევისწავლოთ და კარგად გავიაზროთ არც თუ ისე შორეული წარსული; ვიცოდეთ, რას წარმოადგენდა სახელმწიფო სახელად "საბჭოთა კავშირი",ამ მიზნით იყო შეკრებილი ასზე მეტი სტუდენტი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.


პროფესიული ეთიკა საქართველოს პარლამენტში: მიმდინარე გამოწვევები და მომავლის ხედვა

28 ნოემბერი, 2014

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა განახორციელა კვლევა იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა საქართველოში პარლამენტართა ქცევის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მხრივ. პარალელურად, ანალოგიური მეთოდოლოგიით კვლევა ჩატარდა რუმინეთისა და მოლდოვის პარლამენტებში. 


კანონში ძალადობის აღკვეთის შესახებ ცვლილებები ამოქმედდა

20 ნოემბერი, 2014

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ" კანონში შესული ცვილებები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, გორში " ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში", განიხილეს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე 


ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ლექციების კურსი

07 ნოემბერი, 2014

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედნიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის" ფარგლებში აცხადებს მონაწილეთა მიღებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ლექციების კურსის გასავლელად.

კურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელიაwww.cipdd.org და გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@cipdd.org 

დამატებითი კითხვებისათვის საკონტაქტო პირი: 
რუსუდან აფციაური
ტელეფონი: 599 77 54 95
ელ.ფოსტა: aptsiaurir@yahoo.com 


არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ქობულეთში მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე

13 ოქტომბერი, 2014

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავენ შეშფოთებას, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით გამოვლენილი შეუწყნარებლობის ფაქტებზე და მოუწოდებენ ხელისუფლებას, განახორციელოს დაუყოვნებელი და ეფექტური ღონისძიებები მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლებისა და განათლების უფლების აღსადგენად. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე


ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულმასშტაბიანი ამოქმედების გადავადება იგეგმება

18 სექტემბერი, 2014

17 სექტმბერს საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი  განიხილა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ორი წლით გახანგრძლივდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა. 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე 

 

 


მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის ანალიზი

11 აგვისტო, 2014

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC), "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" (TI) და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია), ერთობლივი კვლევა განახორციელეს.
ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევა შეეხება მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემას და მასში გაერთიანებულია მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი, გააზრებულია საერთაშორისო სტანდარტები და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ  ვებ-გვერდზე 

 

 


გამოკითხვა