ENGLISH

სიახლეები

შეხვედრა ახალსოფლის მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრში!!!

18 აპრილი, 2019

24 მარტს, ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში მოსწავლეებისთვის, რიგით მე-8 შეხვედრა ჩატარდა. პროექტის სტუმარი: მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი, სოფო გელავა. მოსწავლეებისთვის მოწვეულმა სტუმარმა , ჩაატარა ტრენინგი: " ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შესახებ". მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების გადამოწმების და აღმოჩენის პროცესმა და ამისთვის საჭირო უნარ- ჩვევების შესწავლამ. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი . მასპინძელი: ახალსოფლის მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრი.


გრძელდება თივის, სარუსოს, ჩანტლისყურის და ახალსოფლის სკოლების მასწავლებლებთან მუშაობა.

11 აპრილი, 2019

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი 2017 წ. თებერვლიდან მუშაობს ავარული თემის სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ინსტიტუტმა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - 'ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება'
გრძელდება თივის, სარუსოს, ჩანტლისყურის და ახალსოფლის სკოლების მასწავლებლებთან მუშაობა. 23 მარტს, ბოლნისის რაიონის, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნონა მარტიაშვილმა კოლეგებს გააცნო, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის, ბოლნისის რაიონში მცხოვრები გერმანული თემის ისტორია. ისაუბრა მათი რელიგიის, ყოველდღიური ცხოვრების, არქიტექტურის, ხელოვნების, კულინარიის შესახებ. თუ რა გავლენა იქონია თანაცხოვრებამ ერთმანეთის კულტურაზე. როგორც აღმოჩნდა, ბოლნისელებს გერმანელებისგან უამრავი რამ უსწავლიათ და შეუთვისებიათ.როგორ შეიძლება გერმანული თემის ისტორია და ღვაწლი ქართულ კულტურაში გამოვიყენოთ სკოლაში, როგორც სასწავლო რესურსი. მასპინძელი - ახალსოფლის მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრი.

 

 

 


„მსოფლიო რელიგიათა კლუბის" მეორე ლექცია!

04 აპრილი, 2019

„მსოფლიო რელიგიათა კლუბის" მეორე ლექცია! თემა: ჰინდუიზმი და ბუდჰიზმი. მომხსენებელი: ნინო ქილარჯიანი , თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. ლექციის პირველ ნაწილში მომხესებელმა ისაუბრა ჰინდუიზმის ისტორიულ პერსპექტივაზე და ჰინდუიზმის თანამედროვე გამოწვევებზე. ლექციის მეორე ნაწილში განხილულ იქნა ბუდჰიზმი, ბუდჰიზმის იდეა და მისი როლი დასავლეთსა და აღმოსავლეთში.


მსოფლიო რელიგიების კლუბის მერვე სეზონი გაიხნსა!!!

26 მარტი, 2019

მსოფლიო რელიგიების კლუბის მერვე სეზონი გაიხნსა!!! 15 მარტს ჩატარდა სალექციო კურსის პირველი შეხვედრა, ქუთაისში. კლუბის სტუმარი იყო თეოლოგი - ბექა მინდიაშვილი. ლექციის თემა:" რელიგია და ადამიანი". შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მოხსენებას, ხოლო მეორე ნაწილი დისკუსიას.... პროექტს ერთობლივად ანხორციელებენ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და ადენაუერის ფონდის პროგრამა " სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი".


პროექტის " ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" ტრენინგები ბორჯომში!

06 თებერვალი, 2019

კავკასიური ინსტიტუტის მიერ 2019 წლის 26-31 იანვარს პროექტის " ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" ფარგლებში, ბორჯომში, ჩატარდა ტრენინგები: აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის სამიზნე სოფლების საინიციატივო ჯგუფებისათვის. ტრენინგის თემა იყო პროექტის მართვა და დონორებთნ ურთიერთობა. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 18 თემის 36-მა წარმომადგენელმა.


ტრენინგი თემაზე ``პროექტის წერა და დონორებთან მუშაობა``

26 იანვარი, 2019

26-30 იანვარს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ''პროექტის წერა და დონორებთან მუშაობა''. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ საქართველოს 4 რეგიონის: აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები. რეგიონული შეხვედრები ტარდება კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ''ადგილობრივი თემი და ხელისუფლება ადგილობრივი განვითარებისათვის'' ფარგლებში, Brot für die Welt-ის პარტნიორობით.

 

 


"სამი მეჩეთის ისტორია - მუსლიმების ხმები დემოკრატიული სახელმწიფოსთვის"

27 ნოემბერი, 2018

სტუდენტების ჯგუფი ჩეხეთიდან კავკასიურ ინსტიტუტს ორგანიზაციის გაცნობის მიზნით ეწვია!

06 ივლისი, 2018

25 ივნისს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს ესტუმრა სტუდენტების ჯგუფი ჩეხეთიდან. Palacky University Olomouc -ის განვითარებისა და გარემოს კვლევების ფაკულტეტის 15 სტუდენტი და მათი სამი ხელმძღვანელი საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.
სტუმრობის მიზანი ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და კავკასიური ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარება იყო. სტუდენტები დაინტერესდნენ მიმდინარე და დასრულებული პროექტების განხორციელების პროცესით და გამოწვევებით. ჩეხმა სტუდენტებმა რამდენიმე ახალ მიმართულებაზე მუშაობა შესთავაზა კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, რაც მათი აზრით ქვეყნის ქმედითუნარიანობის გაზრდის მაჩვენებელი იქნებოდა.


ქართველი ავარელები- ჩააკეტილობა განვითარების წინააღმდეგ

15 ივნისი, 2018

13 ივნისს, ღია საზოგადოების ფონდის ოფისში გაიმართა კავკასიური ინსიტუტის მიერ ჩატარებული კვლევაზე დაფუძნებული ნარკვევის:" ქართველი ავარელები - ჩაკეტილობა განვითარების წინააღმდეგ" პრეზენტაცია. კვლევა ძირითადად მოიცავდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებს სამი ავარული სოფლის და მათი მეზობელი ქართული სოფლის მაცხოვრებლებთან, ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან, არასამათავრობო აქტივისტებთან, ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან.
ანალიზის ავტორი: გია ნოდია.
კვლევა ჩატარდა პროექტ „ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის" ფარგლებში, ფონდი" ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით


პროექტის - "ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" - სამუშაო შეხვედრა

11 მაისი, 2018

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი"-ს წარმომადგენლები, პროექტის - ,,ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" - ფარგლებში, სოფელ დოხოძეებისა და კანტაურის საინიციატივო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე ესწრება.
თითოეული სამიზნე სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დაახლოებით 3 000-მდე ლარს გამოყოფს.
ვინაიდან პროექტი მუნიციპალიტეტში ქედის მერიისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას მეტი თანხა დასჭირდება, მუნიციპალიტეტი მზაობას გამოთქვამს, თანადაფინანსებით ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში.
პროექტს გერმანული ორგანიზაცია „Bread for the World"-ი აფინანსებს.

 

 

 


გამოკითხვა