ENGLISH

ბლოგი

თაკო დანელიშვილი: "სამოქალაქო საზოგადოება"

გთავაზობთ გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურის მე-11 კლასის მოსწავლის, თაკო დანელიშვილის ბლოგს

რა არის სამოქალაქო საზოგადოება? რა აზრი აქვს მის არსებობას და რა როლს თამაშობს ის სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში?

სამოქალაქო საზოგადოების ცნება, ლიბერალური ტრადიციიდან მოდის, რომელიც „საზოგადოებრივი ხელშეკრულების", ანუ ადამიანთა ნებაყოფლობითი შეთანხმების პრინციპზეა აგებული. სამოქალაქო საზოგადოების ზოგადი პრინციპი ადამიანთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა.

თანამედროვე ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო საზოგადოების  არსებობას  სახელმწიფოს  სრულყოფის  მიზნით. სამოქალაქო საზოგადოებაში მყოფი ჯგუფები აქტიურ გავლენას ახდენენ უსაფრთხოების სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. გამომდინარე აქედან, სასიცოხლო მნიშვნელობის მატარებელია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა სახელმწიფოსთვის.

თითოეულ ინდივიდს აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, ამისათვის საჭიროა არსებობდეს ნებაყოფლობითობა, სახელმწიფოსგან ავტონომიურობა. რაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მათგან უპირველესს კი განათლების დაბალი ხარისხი და საჭირო ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს. რთულია მოხდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობისთვის უცნობია რას გულისხმობს ის და რაში მდგომარეობს მისი არსებობის საჭიროება.

საბოლოოდ კი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა არ წარმოადგენს მხოლოდ  მოქალაქეთა ინტერესს, ის ასევე დიდი მნიშვნელობის მატარებელია თავად ხელისუფლების და სახელმწიფოსთვის. სამოქალაქო საზოგადოების არსებობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი, რათა მოხდეს ძლიერი, ლიბერალური და სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება. 

გამოკითხვა