ENGLISH

ბლოგი

მარიტა გოთია: "წალკაში არსებული დაპირისპირება"

ანოტაცია

წინამდებარე  ნაშრომის  მიზანია  გამოიკვლიოს  და  შეადაროს    ქვემო  ქართლის  ერთ-ერთი  რაიონის, კერძოდ   წალკის  რაიონში  არსებული  კონფლიქტი  ეკომიგრანტებსა  და  ეთნიკურად  სომეხ  მოსახლეობას  შორის.  განვიხილავ  1990იანი  წლების  მეორე  ნახევრიდან  2012  წლამდე  არსებულ  მდგომარეობას; შევადარებ  ვარდების  რევულუციამდე  და  ვარდების  რევოლუციის  შემდეგ  გატარებულ  ღონისძიებებს  წალკაში არსებული  დაძაბულობის  გადასაჭრელად.

შესავალი


წალკის რაიონი საქართველოს ნაწილს შეადგენს, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლში და გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით. მდგომარეობა განსაკუთრებით გამძაფრდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 1991  წლამდე წალკა წარმოადგენდა სასოფლო სამეურნეო კუთხით განვითარებულ რეგიონს. სსრკ-ს ნგრევის პარალელურად დაინგრა ერთიანი ეკონომიკური სისტემა, დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, რასაც დაემატა შიდა პოლიტიკური არეულობა მთელი საქართველოს მასშტაბით. საბოლოოდ კი წალკაში გაიზარდა როგორც ჩასახლებულთა ასევე ქვეყნის გარეთ გასულთა რაოდენობა.

ჩემს კვლევაში, მე  შევეცდები  მოვახდინო  1996  წლიდან  2003  წლამდე და 2003  წლიდან  2012  წლამდე  არსებული ორი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკური  ღონისძიებების  შედარება.

ზოგადი მიმოხილვა

 

ქვემო  ქართლში  მოსახლეობის  უმეტეს  ნაწილს  ეთნიკური  უმცირესობები  შეადგენენ. 2002   წლის  მონაცემების  მიხედვით  გვაქვს  შემდეგი სურათი:

რეგიონი/რაიონი

ქართველები

აზერბაიჯანლები

სომხები

ბერძნები

სხვა

ქვემო ქართლი

44.71%

45.14%

6.39%

1.49%

2.27%

წალკა

12.02%

9.54%

54.98%

21.97%

1.50%


ცხრილი ეყრდნობა 2002  წლის  აღწერის  მონაცემებს. მაგრამ  ნათელია, რომ წალკის რაიონის ბერძნული მოსახლეობის რაოდენობის აღმნიშვნელი 21.97%  აღარ  შეესაბამება  რეალობას. ამ რაიონში  მცხოვრები ბერძნების უმრავლესოაბა  ემიგრაციაში  გამეგზავრა (ძირითადად, საბერძნეთში), ამიტომ 2009 წლისათვის მათი რაოდენობა  5%-მდე  შემცირდა (უითლი, 2009). ამავდროულად  გაიზარდა  ეთნიკური  ქართველების  რაოდენობა  წალკის  მუნიციპალიტეტში (სავარაუდოდ, 40%-მდე), რომლებიც  გადმოსახლდნენ  აჭარის (განსაკუთრებით, სხულო) და  სვანეთის  მაღალმთიანი  რეგიონებიდან.(უითლი, 2009)

უფრო კონკრეტულად მაღალმთიანი აჭარიდან წალკის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი აჭარიდან ჩასახლებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ: (ბორჯღალი, 2011)

წალკა

დაბა წალკა

246

949

ბაშკოი

10

31

კარაკუმი

59

155

ახადი ხარაბა

81

316

გუმბათი

131

508

კირიაკი

80

347

ხალიკი

101

391

სიპიაკი

36

141

ახალიკი

21

88

ავრალო

112

442

ხანდო

69

237

ოლიანკა

28

75

საფარხარება

14

49

ჯინისი

112

326

გუნიაკალა

113

400

იმერა

64

269

ბეშთაშენი

27

78

თიაქილისა

148

585

დ. თრიალეთი

106

402

ჩაპაევკა

22

81

წინწყარო

22

80

ედიქილისა

155

521


საბჭოთა  კავშირის  დაშლის  შემდგომ, ეროვნულ  უმცირესობებს  გაუჭირდათ  დამოუკიდებელი  საქართველოს  სოციალურ  და პოლიტიკურ  ცხოვრებაში  ინტეგრირება  ქართული  ენის  არცოდნის  გამო, რომელიც ფაქტობრივად გახდა  ერთადერთ  სახელმწიფო  ენა. 2002  წლის  მონაცემებით  კი    ეროვნულ უმცირესობათა  მხოლოდ  31%  ფლობს  სრულყოფილად  ქართულს. (საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, 2002)რაც  შეეხება  წალკას  აქ  ადგილი აქვს მოსახლებას შორის შეჯახებებს  ეთნიკურ ნიადაგზე. ამ საკითხს განვავრცობ კვლევის განმავლობაში.

ეკომიგრაცია


წალკის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ეკომიგრანტთა განსახლება 90-იანი წლებიდან მიმდინარეობდა. 2009 წელს ჩატარებული აღრიცხვის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში აჭარიდან განსახლებული 1757 ეკომიგრანტი ოჯახია რეგისტრირებული. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ეკომიგრანტთა ნაკადების გადაადგილების დინამიკას, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. ეკომიგრაციის პროცესთან არის დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის გაურკვევლობა სახლების/ნაკვეთების საკუთრების უფლებასთნ დაკავშირებით და დაძალბულობა ეთნიკურ ნიადაგზე სომხურ თემსა და ჩამოსახლებულებს შორის.

წალკაში ეკომიგრანტების ნაწილი სახელმწიფომ ჩაასახლა, უმრავლესობა კითვით დინებით, თავიანთი ხარჯებით ჩავიდა. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სახლის დატოვება აჭარაში განვითარებული მასშტაბური სტიქიების გამო მოუხდათ, ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში იმ პირობით შესახლდნენ, რომ სახელმწიფო სახლების საფასურს გადაიხდიდა. თუმცა, აღნიშნული სახლების დიდი ნაწილი დღემდე არ არის შესყიდული მისი მესაკუთრე ბერძნებისგან, რომლებმაც საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვეს. თავისი ხარჯებით სახლების საფასურის გადახდა მხოლოდ ცალკლეულმა ოჯახებმა შეძლეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო სახლები ვერც მათ დაიკანონეს.(მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიციის და ეკომიგრაციის აჭარის საკოორდინაციო ჯგუფი, 2013)

საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყება არაერთხელ შეეცადა,  საპასუხო ღონისძიებები გაეტარებინა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოსაფხვრელად, როგორც  1980-იანწლებში საბჭოთა რეჟიმის, ასევე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მიგრანტების ახალა დგილებში ჩასახლების პროცესები გასული საუკუნის  80-იანი წლების დასაწყისსა და შუა პერიოდში, საკმაოდ ორგანიზებული ფორმით ხორციელდებოდა. 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში იმატა სტიქიური უბედურებების რაოდენობამ და სულ მალე ეკო-მიგრანტები სასზღვრე რეგიონებში ჩაასახლეს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს ხდებოდა მათ შორისრეგიონების  "გაქართველების" მიზნით. ედუარდ შევარდნაძის პერიოდში ეკო-მიგრანტების თემა თითქმის იგნორირებულ იქნა, თუმცა ეკო-მიგრანტებმა მიიღეს მიწის ნაკვეთები, რომლის შესახებაც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ მომდევნო თავში. ხოლო, 2003  წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში,რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ეკო-მიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად. (ლაილი, 2012)


ურთიერთობები სომხურ და ქართულ მოსახლეობას შორის

 

 

ურთიერთობება ე.წ.  ახალ და ძველ მოსახლეებს შორის, მეტი დაძაბულობით ხასიათდება.დიდია სოციალური დისტანცია სომხებსა და აჭარლებს შორის, ასევე - სომხებსა და სვანებს შორის( მელიქიშვილი, 2011 ). კვლევის დროს გამოყენებულ შეფასების შკალაზე ამ ჯგუფებს შორის სოციალური დისტანცია მაქსიმალური ქულით შეფასდა და იგი აბსოლუტურ მიუღებლობაში ვლინდება(წერეთელი, 2010). ამ საკითხზე გამონათქვამები ასეთია: „გარდამოსულებისა, ჩვენ ყველასთან ვურთიერთობთ, თუ ჭირი გვაქვს, ან ლხინი ან უბრალოდ საქმე..." ეკო მიგრანტები კვლევაში მონაწილე სომხებისთვის სრულიად მიუღებელნი აღმოჩნდნენ. მიუღებლობა გამოვლინდა მათ მიმართ როგორც მეზობლობის, ასევე საქმიანი ურთიერთობების და, მითუმეტეს, სოფლის საქმეების გადაწყვეტაში მათი ჩართულობის დონეზე.აშკარაა, რომ მიუღებლობის საფუძველს უნდობლობა წარმოადგენს, რომელიც ამ ჯგუფებისაგან ფსიქოლოგიური, სოციალური და ფიზიკური საფრთხისგან ცდითარის განპირობებული..  გამოვლინდა აგრეთვე სომეხთამხრიდან იმის შიში, რომ თავს დაესხმებიან თურქები და ვერ აყალიბებენ აჭარლებთან მეგობრულ კავშირს, რაც შეიძლება გამოწვეული იყო საჭარისთურქეთ თანახლოურთიერთობით. „სვანები არ მომწონს, ძალიან ცუდად იქცეოდნენ. ამბობდნენ, ეს ჩვენი მიწაა და თქვენ წადით, ჩხუბიც იყო, კაციც მოკლეს.აჭარლები თურქები არიან.ეგ რა ქართველებია, მარტო ენა აქვთ ქართული.თურქები რომ დაგვესხნენ,ეგენი პირველები უღალატებენ საქართველოს. ეგრა ხალხია.ბერძნების სახლებში ძალით შედიან და ხატებსწვავენ, სახლიდანაგდებენ. მათთან რა საერთო გვაქვს..." - ასე ახასიათებს ერთ-ერთი სომეხი სვანებსა და აჭარლებს.(წერეთელი, 2010)

სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობა:  ხელისუფლების პოლიტიკა წალკის რაიონში

1993–2003 (დამოუკიდებლობიდან ვარდების რევოლუციამდე)

 

 

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ხელისუფლება არ ერეოდა უშუალოდ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა ცალკეული სახელმწიფო ჩინოვნიკები იღებდნენ თავიანთი შემოსავლის უდიდეს ნაწილს კორუფციის გზით, რაც ზიანს აყენებდა მოსახლეობის იმ ფენას, რომელთაც ბიუროკრატიული პროცედურების გამო ძალზე უჭირდათ უმნიშვნელო დახმარების მიღებაცკი. შედეგად ,კორუფცია იყო ეთნიკური უმცირესობების გაუცხოების ერთერთი მიზეზიც. მათთვის ქართული ენის ცოდნა იქცა ბარიერად, რადგან ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები ძირითადად არა ორგანიზებული და უშედეგო იყო, მეტწილად სახელმწიფოს უუნარობის გამო განეხორციელებინა სწორი განათლების პოლიტიკა.  წალკა თითქმის მოწყდა საქართველოს დანარჩენ ნაწილს, ერთგვარად იზოლირებული გახდა გზების სავალალო მდგომარეობის გამო.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოში აღნიშნული საკითხი იგნორირებულ იქნა. 1992-1998  წლებში საქართველოში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის პროცესის დროს ეკო-მიგრანტებმა დანარჩენ მკვიდრმოსახლეობასთან თანაბარი პირობებით მიიეღეს მიწის ნაკვეთები. შევარდნაძის ადმინისტრაციის მიერ 1997-2002  წლების განმავლობაში სახლების შესყიდვაზე გამოყოფილი თანხები უკიდურესი კორუფციის წყაროდ იქცა. 1998  წელს დადგენილებით ეკო-მიგრანტების შესახებ პირველად განისაზღვრა ეკო-მიგრაციის მონიტორინგის პროცედურები თუმცა ეკოლოგიური მიგრაციის ტენდენციების პირველად მონიტორინგს არავითარი ქმედითი ღონისძიებები არ მოჰყოლია.

ვარდების რევოლუციის შემდეგ

2003–2012

 

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის, მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში არაქართული მოსახლეობის ინტეგრაციისათვის. კერძოდ, სააკაშვილის ადმინისტრაციამ დაიწყო მუშაობა შემდეგი მიმართულებებით:

1.             ქართული ენის სწავლება უმცორესობებით დასახლებული რაიონების სკოლებში

2.             ძირითადი  ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესება

3.             პატრიოტული  ბანაკების  დაარსება  სადაც  თავს  იყრიან  სხვადასხვა  ეთნიკური  წარმომავლობის  ახალგაზრდები

4.             ევროსაბჭოს  ეროვნულ  უმცირესობათა  დაცვის  ჩარჩო კონვენციის  რატიფიცირება,რომელიც  2006  აპრილში შევიდა  ძალაში(მჭედლიძე, 2007)

ზემოაღნიშნული  ღონისძიებების  წყალობით  გამარტივდა  მგზავრობის  პროცესი  წალკის  მთიან  რეგიონებში. ათასწლეულის  გამოწვევის  ფონდმა  დააფინანსა  მეორე  დიდი  პროექტი,რომელიც  ითვალისწინებს  თბილისი-წალკა-ნინოწმინდის  მაგისტრალის  რეკონსტრუქცის.(უითლი, 2009)

ვარდების  რევოლუციის  შემდგომ  ხელისუფლების  სათავეში  ნაციონალური  მოძრაობა  მოვიდა, მიხეილ  სააკაშვილის  ლიდერობით, რის  შემდგომ  2004  წლის  ეკო-მოგრაციასთან მიმართებაში  სხვადასხვა  ტიპის  ახალი  ინიციატივების  განხორციელებას  ჩაეყარა  საფუძველი. შემუშავდა  ახალი  ინიციატივები   ეკო-მიგრანტების  სახლებით  უზრუნველყოფის  შესახებ.  ამავე  წლის  ივნისში , პრეზიდენტის  ბრძანებულების  შესაბამისად, ეთნიკურ  ქართველ  ეკო-მიგრანტებსა  მკვიდრს  ეთნიკურ  სომეხ  მოსახლეობას  შორის  არსებული  დაძაბულობის  დასარეგულირებლად  შეიქმნა  წალკის, ახალციხისა  და  ნინოწმინდის  რაიონებში  მცხოვრები  ეკო-მოგრანტების  პროცესების  დამარეგულირებელი  კომისია.  კომისიის  მიზანი  იყო  ეკო-მიგრაციის ახალ  ჩარჩოში  მოთავსება  და  ახალი  მიდგომების  შემუშავება, თუმცა  ყოველივე  ამას  არანაირი  პრაქტიკული  გამოხატულება  არ  მოჰყოლია.(ლაილი, 2012)

2005  წელს  საქართველომ  რატიფიცირება  მოახდინა  ევროსაბჭოს  ჩარჩო  კონვენციისა ეროვნული  უმცირესობების  დაცვის  თაობაზე, სადაც, მე16  მუხლის  თანახმად  იკრძალება ნებისმიერი  ქმედება, რომელიც  დემოგრაფიულ  დისბალანსს გამოიწვევს  ეროვნული  უმცირესობებით  დასახლებულ  რეგიონებში.

2006  წელს , მარტში, დაიწყო  პროგრამა, რომელიც  მიზნად  ისახავდა  სტიქიური  უბედურებების  შედეგად  დაზარალებული  და  სახელმწიფოს  მხრიდან  მყისიეი  დახმარების  მოლოდინში  მყოფი  ოჯახების  მონაცემთა  ბაზის შექმნას, ასევე  დაინერგა  ეკომიგრანტების  საკომპენსაციო  დახმარების  შეფასების  სისტემა.  სახელმწიფო  განსახლებას  ექვემდებარებოდნენ  მხოლოდ  ის  პირები  რომელთაც  დანგრეული  ჰქონდათ  სახლი.

2006  წლის  ზაფხულში  სამინისტრომ  წალკის  რაიონში  აჭარელი  ეკო-მიგრანტეის  სახლების  მდგომარეობა  შეისწალა. ჩამოყალიბდა  მონიტორინგის  ჯგუფი, რომლის  შემადგენლობაში  შედიოდნენ  როგორც  სამინისტროს, ასევე  ადგილობრივი  ადმინისტრაციისა  და   წალკის  რაიონის  მკვიდრი  მოსახლეობის  წარმომადგენლები.

კრიტიკა

 

 

მიუხევად  იმისა, რომ  სააკაშვილის  მთავრობის  მიერ  გადადგმული  გარკვეული  ნაბიჯები  ნათელი  გამოვლინება  მთავრობის  მისწრაფებისა  ეკო-მიგრაციის და ეთნიკურ ურთიერთობების   სფეროში  პოზიტიური  ცვლილებების  მოხდენის  თვალსაზრისით, აღნიშნული  ძალისხმევები  მხოლოდ  სპორადულხასიათს  ატარებს  და  არ   ხდებოდა  მათი  კომპლექსურსა  და  კარგად  დაფინანსებულ  სახელმწიფო  პოლიტიკაში  ინტეგრირება(ლაილი, 2012). დღემდე მოუგვარებელი რჩება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემები.ამ პრობლემების მოგვარების გარეშე, ეთნიკური დაძაბულობის დონის შემცირება ნაკლებად სავარაუდოა.

აღნიშნულ პრობლემებიდან ზოგოერთი ერთნაირად აწუხებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლენს. მათ შორის არის სოციალური პრობლემები , მაგალითად, სამედიცინო მომსახურების არქონა წალკის სოფლებში, ზამთრისათვის შეშის პრობლემურობა, სარწყავი არხების არარსებობა. (სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი,2011)

პრობლემების ნაწილი უფრო სპეციფიურ ხასიათს ატარებს და კონკრეტული ჯგუფებისთვის არის დამახასიათებელი. ეკომიგრანთა პრობლემიდან განსაკუთრებით გამოყოფენ შემდეგ პრობლემებს :

  • სახლების და მიწების საკუთრების არქონა:სახლების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ დღემდე არ არის შესყიდული სახლის მესაკუთრე ბერძნებისგან.
  • სახლის მეპატრონე ბერძნების დაბრუნების საშიშროება
  • მიწების ნაკლებობა
  • საცხოვრებელი სახლების ავარიული მდგომარეობა (ბორჯღალი, 2012)

ქვემოდ უფრო დაწვრილებით შევეხებით  საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემების რამდენიმე ასპექტს.

სტიქიური მიგრაცია აჭარიდან და ზემო სვანეთიდან 2003 წლის შემდეგაც გრძელდებოდა. მიგრანტთა დიდ ნაწილმა ადგილზე საცხოვრებელის და დასამუშავაბელი მიწის ნაკვეთის არ ქონის გამო უკან გაბრუნდა.ნაწილმა წალკაში იქირავა საცხოვრებელი, ნაწილმა კიდევ დაკეტილი სახლი გატეხა და შიგნით საცხოვრებლად შევიდა,მაგრამ არსებობდნენ ისეთი ეკო-მიგრანტები, რომლებიც  მეპატრონესთან შეთანხმებით  დასახლდნენ მის სახლში. საკუთრების უფლების არ ქონის გამო, ბევრ მიგრანტს მნიშვბელოვანი პრობლემები შეექმნა. მაგალითად, სოფელ ავრალოში 34 ოჯახი მილიონერმა ბერძენმა, ნიკოლაიაზნაუროვმა გამოასახლა. მას ჰქონდა რწმუნებულება სახლების პატრონებისგან და აჭარიდან ჩამოსახლებული ოჯახები ღია ცის ქვეშ დატოვა. (რიკაძე,2012)

ამ დღეისთვის, წალკის რაიონში სახელმწიფომ 600 სახლი შეისყიდა, მაგრამ 1300-მდე ოჯახი მაინც სახლის გარეშე დარჩა. მათაც, ვისაც სახლები შეუსყიდეს, მიწები დღემდე არა აქვთ რეგისტრირებული. (რიკაძე,2012)

სომხურ მოსახლეობაში მიგრაციის პროცესით გამოწვეული უკმაყოფილება   ნაციონალისტურად განწყობილი პოლიტიკოსების საქმინობისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ჯავახეთში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ორიგანიზაციები , მაგალითად „ ჯავახეთის დიასპორა რუსეთში" , სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის :

  • ჯავახეთის ორი მუნიციპალიტეტის და წალკის მუნიციპალიტეტის საფუძველზე სომხური ავტონომიური წარმონაქმნის შექმნა
  • სომხურ ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება
  • სომხური ეკლესიების დაბრუნება
  • საქართველოსა და სომხეთს შორის სახელმწიფოებრივ დონეზე განიხილოს სომხებისთვის ორმაგი მოქალაქეობის საკითხი. (რიკაძე,2012)

ამ მოთხოვნათა შესრულება, მისი ავტორების აზრით, აუცილებელია საქართველოში სომხური უმცირესობის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად . წალკის მუნიციპალიტეტში სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, მოსალოდნელია ნაციონალისტი პოლიტიკოსების პოპულარობის ზრდა სომხური თემის წარმომადგენლებს შორის.

დასკვნა

 

კვლევაში  აღწერილია წალკაში არსებული  მდგომარეობა  1990იანი  წლების  მეორე  ნახევრიდან  2012  წლამდე, კერძოდ  ორი პოლიტიკური  რეჟიმის  დამოკიდებულება  და ეთნიკური დაპირისპირების მოხსნაზე მიმართული ღონისძიებები  აღნიშნულ  მუნიციპალიტეტში. დასახელდა ის პრობლემები, რომელიც დგას მუნიციპალიტტეის მოსახლეობის წინაშე. გარდა საერთო, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პროლემებისა, დასახელდა პრობლემებ რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის არის დამახასიათბელი. ეკომიგრანტებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჩასახლების ადგილებსი საკუთრების უფლებასთან დაკავშრებული გაურკვევლობა . სომხური თემის წარმომადგენლები ეკომიგრაციის პროცესსში საფრთხეს ხედავენ. მათ თვითმყოფადობის დაკარგვის და რესურსებსზე  (სახნავ-სათესებზე )კონტროლის დაკარგვის ეშინიათ. მიუხედავად ხელისუფლების მიერ 2004 - 2012 წლებში განხორციელებული  განხორციელელბული ღონისძიებებისა, ამ პრობლემების მოგვარება ამ პერიოდში ვერ მოხერხდა. აღნიშნული პრობლემების არსებობა კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების  შენარჩუნებას. ნებისმიერი ხელისუფლებას, რომლის სურვილი ამ დაძაბულობის შემცირება იქნება, პირველ რიგში სწორად მუნიციპალიტეტის სოციალურ ეკონომიკური და კულტურული პრობლემების მოგვარებაზე მოუწევს ზრუნვა.

 


 

 

 

 

გამოკითხვა