ENGLISH

ბლოგი

ნინო მგალობლიშვილი: „სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში“

ნინო მგალობლიშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის ფარგლებში". კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.   

დემოკრატია და სამართლიანობა ძლიერი სახელმწიფოს შექმნის წინაპირობაა.  თავისუფალი არჩევანისა და სამართლიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგ მიიღწევა დემოკრატია. ის ბერძნული სიტყვაა და ,,დემოს" ,,კრატეინ" ნიშნავს ხალხის მმართველობას, რაც თავისთავად წარმოადგენს თავისუფალი აზრის არსებობას. არჩევნების სამართლიანობა და გამჭვრივალეობა უზრუნველყოფს საზოგადოების არჩევანის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.

სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. არჩევნებით განისაზღვრება საზოგადოების და მთლიანად ქვეყნის მომავალი. დემოკრატია უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ სისტემასთანაა დაკავშირებული. ეს ერთიანობა კი საზოგადოების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით განისაზღვრება. სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში შეიძლება შემდეგი არგუმენტებით ავხსნათ: მისი საშუალებით სახელმწიფოს შეუძლია მოიპოვოს ხალხის ნდობა, ეს კი პირველი ნაბიჯია დემოკრატიის მისარწევად. ასევე არჩევნები ხელისუფლების კონტროლის საუკეთესო საშუალებაა. არჩევნების სამართლიანობა ხელისუფლების მიერ დემოკრატიული სისტემის დაწყებას მოასწავებს.

დემოკრატიულ სტანდარტებთან მიღწეული ქვეყნის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ აშშ. ამერიკის პოლიტიკური წყობის ერთადერთი საწყისია ხალხის მმართველობის პრინციპი. რაც ნათელს ხდის თავისუფალი აზრის არსებობას. ეს კი როგორც უკვე აღვნიშნეთ დემოკრატიის მიღწევის საწყისი ეტაპია. უნდა შევთანმხდეთ, რომ  სამართლიანი არჩევნებით საზოგადოების თითოეული წევრის აზრის უსაფრთხოება და თავისუფლება დემოკრატიის შექმნის საწყისი ეტაპია.

1995 წელს დაარსდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), მისი მიზანია არჩევნების გამჭვირვალეობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა. ასეთი ორგანიზაციის არსებობა ხელს უწყობს საარჩევნო პროცესების დემოკრატიულ სტანდარტებთან დაახლოებას. ეს კი სამართლიანი არჩევნების როლს ზრდის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

არის თუ არა მხოლოდ სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის განმსაზღვრელი?

მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი უმთავრესია დემოკრატიზაციის პროცესში, სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგ. : განათლების სისტემა, ეკლესია, კულტურა და სხვ. ამით შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ მხოლოდ სამართლიანი არჩევნებით არ მიიღწევა დემოკრატია. თუმცა ეს მაინც არ აუფასურებს მის ძირითად მნიშვნელობასა და დანიშნულებას. სამართლიან არჩევნებს არ მოეძებნება რაიმე უარყოფითი მახასიათებელი. ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად მისი ძირითადი მნიშვნელობისა გადამწყვეტ როლს მაინც ვერ ასრულებს. დემოკრატიული განვითარების პროცესში აუცილებელია სხვა უამრავი ფაქტორის არსებობა. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველო, რომელიც სამართლიანი არჩევნების მიუხედავად ვერ იმსახურებს დემოკრატიულ სტატუსს. რა იწვევს ამას? ადამიანებს არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი პოზიცია. საზოგადოება ვერ იაზრებს არჩევნების მნიშვნელობას. სამართლიან არჩევნებამდე განვლილი გზა არ არის დალაგებული პოლიტიკურად, კულტურულად და არც ზნეოობრივად.

ძველად საბერძნეთში ადამიანს, რომელიც არჩევნებზე  არ მიდიოდა ,,იდიოტს" უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვაფიქსირებთ არჩევნებზე ჩვენს აზრს, მაინც ,,იდიოტების" პოზიციაზე ვრჩებით.  ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები ვერ იაზრებენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ცხოვრობენ არჩევნებიდან არჩევნებამდე. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არჩევანის თავისუფლებით დემოკრატიისკენ სწრაფვა   აუცილებელია  განმტკიცდეს სხვა ფაქტორების საშუალებით, რაც უფრო უსაფრთხოს, გააზრებულს და მიუკერძოებელს გახდის მას.  

სამართლიანი არჩევნები ყველაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ მის გარეშე არაფერი შეიცვლება. სამართლიანი არჩევნების მთავარი მნიშვნელობაც სწორედ ისაა, რომ ის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიული განვითარების პროცესში. სამართლიანი არჩევნების არარსებობა კი პირდაპირ ნიშნავს, რომ ადამიანებს არ აქვთ სიტყვის თავისუფლება.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ სამართლიანი არჩევნები დემოკრატია არაა, მაგრამ მის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. ჩემი აზრით, დემოკრატია განსაზღვრავს სახელმწიფოს სიმტკიცესა და ძლიერებას. არჩევანის თავისუფლება კი უმთავრესია დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის. სამართლიანი არჩევნები წარმოადგენს ქვეყნის სახეს და საზოგადოების თითოეული წევრის არჩევანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას.

გამოკითხვა