ENGLISH

ბლოგი

ნანა ბაგალიშვილი: „ეკლესია, როგორც პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობა VS არგუმენტირებული პოლიტკური დებატები“

ნანა ბაგალიშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.    

საპრეზიდენტო  არჩევნების მთელი ისტორიის მანძილზე, 1991 წ-დან დღემდე,   საქართველოში ნაციონალურ-რელიგიური ქარიზმის მქონე ლიდერები იმარჯვებენ. ან თუ არ ჰონდათ ამგვარი  შარმი/იმიჯი სხვადასხვა ხერხებით ცდილობენენ მის შექმნას, რადგან  90-იანი წლებიდან სწორედ ეკლესია გახდა ბევრ საკითხში მოსახლეობის  განწყობის ჩამოყალიბების ძირითადი თუ არა, ერთ-ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი.სწორედ ამიტომ, საარჩევნო კანდიდატები ორიენტირებულნი იყვნენ არა იმდენად სამოქმედო გეგმის/ქვეყნის განვითარების ხედვის საზოგადოებისთვის წარმატებულად ჩვენებისთვის, არამედ,  იბრძოდნენ  ეკლესიის  მხარდაჭრის მოპოვებისთვის წინასაარჩევნო პროცესში. 


ქვეყანაში, არჩევნების ისტორიის პირველი დღიდან აქამომდე, თითქმის არცერთი საპრეზიდენტო კადიდატი არ იყო რელიგიის მიმართ გულგრილი. ეს ფაქტი შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ არ  არსებობდა მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე, ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არგუმენტირებული დებატებით, დისკუსეიბით გაუწევდნენ დამაჯერებელ ოპონირებას თავინთ კონკურენტ კანდიდატებს და სწორედ ამიტომ,  საარჩევნო სუბიექტები ცდილობენ მართლმადიდებლური ეკლესიის გულის მოგებას და მანიპულირებას ამომრჩეველზე იმით,  რომ ისინი არიან მართლმადიდებლური და ეროვნული კულტურის სადარაჯოზე. ამას მოწმობს 2008 წელის წინასაპრეზიდენტო საარჩევნო კამპაანის ვიდეორგოლები.  " ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა, „ღვთის რწმენით ვაშენოთ საქართველო"(დავით გამყრელიძე), „უფალი, სამშობლო, შვილები"(გია მაისაშვილი)  და მისთანები. სრულებით არ იქნება გასაკვირი, თუკი 2013 წლის ოქტომბრის წინასაარჩევნო პროცესში კანდიდატები გამოიყენებენ  მსგავსი შინაარსის ლოზუნგებს. განსაკუთრებით ეს იმის ფონზეა მოსალონდენლი, რომცა NDI-ის უკანასკნელი კვლევის თანახმად გამოკითხული მოსახლეობის 89% აფასებს კარგად, ან ძალიან კარგად პატრიარქის საქმიანობას და საზოგადოების ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ ეკლესიას აქვს. რა გასაკვირი იქნება, თუკი პოლიტიკოსების მხრიდან  ეკლესიის, როგორც საზოგადოების ავტორიტეტის გამოყენების მცდელობა/ფაქტები იქნება წინასაარჩევნო პიარის ინსტრუმენტი.

„ეკლესია, როგორც პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყარო -დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა მთავრობას ესაჭიროებოდა". პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კი იყო ცხადი დადასტურება იმისა, ეკლესია შეიძლება გახდეს საზოგადოების პოლიტიკური განწყობის შექმნის მძლავრი ფაქტორი. რელიგიის გავლენა წინასაარჩევნო პროცესებზე საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ვერ გაგვიაზრებია. რელიგიის/ეკლესიის როლის/ჩართულობის  სახიფათო მნიშვნელობაზე წინასაარვენო პოლიტიკურ პროცესებში კარგად არ გაანალიზა არც საზოგადოებამ და არც ხელისუფლებამ. ამ საკითხზე მსჯელობით არცერთი პოლიტიკური ძალა არ შეიწუხებს თავს, სანამ საზოგადოების დაკვეთა არ იქნება საჯარო, არგუმენტირებული დებატები გაიმართოს რიგით მოქალქეებს, ეკლესიასა და ხელისფლებას შორის ზემოთაღნიშნულ საკითხებზე.
აქვე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ინდივიდები, თუ ჯგუფები,  შეიძლება მწვავე დისკუსიებში და კონკურენციაში შედიოდნენ ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ეგუებოდნენ პლურალიზმის, თვით მრავალფეროვნების არსებობას საზოგადოების შიგნით.

პლურალიზმის არდავიწყება კარგია, მაგრამ რეალობა სხვაგვარად იმზირება - „რუსულმა აზროვნებამაც და მართლმადიდებელმა ქრისტიანობამაც ჩვენ უფსკრულში გადაგვჩეხა"(მამარდაშვილი). დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თავს არიდებს საჯარო დისკუსიებს ისეთ თემაზე, როგორიცაა სასულიერო პირების ჩართულობის მნიშვნელობა პოლიტიკურ პროცესებში, ეკლესიის პოლიტიკური პროპაგანდის მნიშვნელობა წინასაარჩევნო პროცესში, ეკლესიისა და სახელმწიფოს უფლება-მოვალეობების გამიჯვნა. აღნიშნულ თემებზე დისუსიების თავის არიდების მიზნით ეკლესია იშველიებს შემდეგ სახარებისეულ ფრაზებს არასწორი ინტერპრეტაციის კონტექსტში: "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ", „რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში დირესაც კი ვერ ამჩნევ?", ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ". ხშირად ვხვდებით ეკლესიის მიერ  აღნიშნული სახარებისეული მონაკვეთების   არასწორ ინტერპრეტაციას იმისათვის,  რომ ადამიანებს ერთგვარად აუკრძალოს აზროვნება, ჩაუხერგოს გზა არგუმენტირებულ დებატებამდე, რაც ასე სიღრმისეულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში, როცა ამომრჩევლებს სჭირდებათ მსჯელობაზე/დებატებზე დაფუძნებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთება.

ჩვენი ქვეყნის საარჩევნო გამოცდილებაზე დაყრდნობით, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, წინასაარჩევნი კამპანიისას, საპრეზიდენტო კანდიდატები გამოიყენებენ სხვადასხვა „მართლმადიდებლურ" ტექნოლოგიებს ხალხზე ზემოქმედების მოსახდენად. არგუმენტირებული ვარაუდი არსებობს, რომ პრეზიდენტობის მსურველები ერთმანეთს შეეჯიბნებიან რელიგიური კამპაანის კეთებაში, „პატრიოტულ" რიტორიკაში და არა არგუმენტირებულ საჯარო დებატებში, მოსახლეობასთან ცოცხალ ურთიერთობაში, რაც საბოლოო ჯამში, ეკლესიას კიდევ უფრო მეტ ბერკეტს მისცემს ჩაერიოს წინასაარჩევნო პროცესში და ხალს უბიძგოს რეალურ არგუმენტებს მოკლებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ.

ამიტომ, მტკიცედ მჯერა, რომ ეკლესია მომავალ საარჩევნო პროცესში აღარ უნდა იყოს პოლიტიკური მხარე. პოლიტიკური პარტიები/სუბიექტები აღარ უნდა ეძენდნენ მარტივ გზას სასურველი შედეგის მისაღწევად და არ უნდა იყენებდნენ სასულიერო პირებს საკუთარი კანდიდატურის პიარის ინსტრუმენტად. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეკლესიას ჰქონდა სერიოზული წვლილი ქართული ოცნების გამარჯვებაში.  აქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში ერთგვარი აუხსნელი თვითცენზურაა ისეთ თემაზე საუბრისას, როგორიცაა ეკლესიის როლი პოლიტიკაში. არადა, საზოგადოებამ ხმამაღლა და გაბედულად უნდა დაიწყოს ლაპარაკი/მსჯელობა ელესიის როლზე/მნიშვნელობაზე/უფლებებზე პოლიტკურ პროცესებში, თორემ, როგორც მამარდაშვილი იტყოდა - „ყველა დაგვიანებული მოვლენა საშიშია".

 საზოგადოებაში კი ჯერ ისევ დემოკრატიის დუნე სურვილი და მძინარა ნდომა გვაქვს მუდმივად ვიყოთ დემოკრატის ქმნადობაში, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს გამბედაობას და კრიტიკულ აზროვნებას, მოითხოვს ენერგიას და ნებისყოფას, არ დაემორჩილო უპირობო ავტორიტეტის სიტყვას, თუნდაც ღრმად პატივცემული ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე მდგომი სასულიერო პირის სიტყვას.

თუ კიდევ უფრო დიდხანს წავუყრუებთ  საპატრიარქოს როლის შეფასებას  წინასაარჩევნო პროცესში, ვისწავლით მორჩილებით პოლიტიკურ არჩევანს. ჩვენს საკუთარ უფლებას - გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი, მივანდობთ სასულიერო პირებს და შესაძლებელია, 4 წელიწადში ეკლესიას მოვთხოვოთ პასუხი ყველა სტუქტურულ, თუ სხვა არადემოკრატიულ პროცესებზე ქვეყნაში. ასეთ შემთხვევაში კი მივიღებთ სახელწიფოს, სადაც არც ხელისუფლება იქნება გაზრდილი/განვითარებული და არც ეკლესია აღარ იქნება სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების გამართიანებელი სივრცე. ე.ი. შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს 2 ხელისუფლება - გაეკლესიურებული ხელისუფლება და გაპოლიტიკურებული ეკლესია.    საზოგადოება ამისთვის უნდა მოემზადოს, ილაპარაკოს, გამართოს საჯარო დებატები არამხოლოდ ცენტრში/დედაქალაქში, არამედ რეგიონებში/სოფლებში და იდისკუსიოს ეკლესიის მნიშვნელოვნაბაზე და ამ ინსტიტუტის ჩარევის შედეგებზე/საფრთხეებზე/პოზიტიურ მხარეებზე. ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა ამგავარი დისუსიების, სხვანაირად მამოების ჩატარებული სააგიტაციო კამპანიებით დემოკრატიისზაციის გზის გაკვლევა ძალზედ გაჭირდება.

ნამდვილი დემოკრატიული მოძრაობის საფუძველი შეიძლება იყოს ოქტომბრის წინასაპრეზიდენტო არჩევნების პროცესი, თუკი ერთი მხრივ - ხელისფლება და მეორე მხრივ- საზოგადოება მოიწადინებს საჯარო დებატების/დისკუსიების მობილიზებას და ცოცხალი დისკუსიის გაჩაღებას. თუკი ეს ასე არ მოხდა, თუკი მოსახლეობამ პლიტიკური სუბიექტების შესახებ ინფორმაციას მიიღებს გაპრანჭული ტელეგადაცემებით და ფსევდო ქუჩის შეხვედრებით, ან კვაზი კითხვა-პასუხი-დაპირებებით, მაშინ ეკლესია ამ შემთხვევაშიც იქნება „თავდადებული" საარჩევნო აგიტატორი. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება  „მსჯელობა, რომელიც დაფუძნებულია არა ზიზღსა და სიძულვილზე, ლანძღვაზე, არამედ მშვიდ კამათზე/დისკუსიაზე", რათა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/სუბიექტის ბუნდოვან არეებზე შეგვექმნას ნათელი/არგუმენტირებული შეხედულება, დამოკიდებულება/შეფასება.

პ.ს. მე კი ნებისმიერ შემთხვევაში მკიცედ დავიცავ ჩემ პოზიციას, რომ ჩვენ გვჭირდება ძალისხმევა და გამბედაობა ვიაზროვნოთ, ვიდისკუსიოთ და საჯაროდ მოთვითხოვოთ პასუხი ყველა შესაძლო კითხვაზე პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ეკლესიამ არ მოახდინოს ჩვენი პოლიტიკური არჩევანის სივრცის ოკუპირება, რომ ჩვენ შევძლოთ მრავალმხრივ გააზრებული და დემოკრატიასთან შეწონილი გადაწყვეტილება მივიღოთ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩენების დღეს. 

გამოკითხვა