ENGLISH

ბლოგი

ბაია აბულაძე: სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში

ხალხის მმართველობა, ხალხისვე მიერ, ისევ ხალხის საკეთილდღეოდ" -დემოკრატიის ამ განმარტებაში ნათლად ჩანს მთავარი მიზანი, არისტოტელესეული მიდგომით „ვინ მართავს? ვისთვის მართავს? ვინ იგებს? ხალხის მმართველობის კონცეფციების სახის ცვლილება ისტორიულ განვითარებას ერთვოდა თან და პასუხობდა დროის გამოწვევებს.

დღევანდელი ეპოქის გამოწვევა სამართლიანობა და საზოგადოების ჰარმონიული განვითარებაა. ხშირია შემთხვევები,როცა ირღვევა  ბალანსი ხელისუფლების ძალაუფლებასა და მის  პასუხისმგებლობას შორის. ბალანსის რღვევა კი  იწვევს პოლიტიკურ კრიზისებს. პოლიტიკური კრიზისების სამართლიანად გადაწყვეტის საუკეთესო გზად კი სწორედ პოლიტიკური არჩევნებია მიჩნეული

პოლიტიკური არჩევნების მიზანია მშვიდ გარემოში,ხალხის ნების თავისუფალი, თანასწორი  გამოვლინებით მოახდინოს ხალხისვე წარმომადგენლის ცვლილება. ცვლილება უნდა მოხდეს გამჭვირვალე გარემოში, რათა მოხდეს ნების თავისუფალი გამოვლინება.მთავარი მიზანი ხომ ახალი მმართველის კანონიერი და რაც მთავარია-მორალური ლეგიტიმაციაა.ლეგიტიმაცია იმ საზოგადოებისგან,რომელიც ამავდროულად თავის თავზე იღებს უფლება-მოვალეობებს. მორალური ნდობა, ანუ როგორც უკვე მივიჩნიეთ-ლეგიტიმურობის საფუძველი, მეტად სტაბილურია ვიდრე ფორმალური -კანონერი ლეგიტიმურობა. ის სისტემის  არსისეულ მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ,სწორედ ისაა ნდობის გარანტი მმართველებსა და მართულებს შორის. ამ ყველაფერს კი გავყავართ საზოგადოების ჰარმონიულ და ევოლუციურ განვითარებამდე.

იმისათვის, რომ ნდობა ლეგიტიმური იყოს არჩევნები არის საყოველთაო სახის,გადაწყვეტლებას კი უმრავლესობას ანდობენ, უმრავლესობის მართებულობის პრინციპით. არჩევნები თავისი სახით თავისუფალია( ყველა სურვილისამებრ მონაწილეობს მასში) თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა კანონით დასჯადია გამოუცხადებლობა (ავსტრალია)თუმცა პოლიტიკურ არჩევნების განვითარების დინამიკა განსხვავებული იყო. არჩევნების, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის დანერგვას თან ახლდა შეზღუდვების-ე.წ. ცენზების მთელი წყება.გამოარჩევდნენ ქონებრივ, ასაკობრივ, სქესობრივ, პროფესიულ  საცხოვრებელ ცენზებს.

ასაკობრივი ცენზის ფონზე ის ყველაზე დაბალი იყო შვეიცარიაში(17  წელი). ყველაზე მაღალი კი საფრანგეთში ( 30 წელი) პორტუგალიაში ხმის მიცემა ჰქონდათ მხოლოდ დაოჯახებულ მამაკაცებს. ხმის უფლებას მოკლებულები იყვნენ სამხედროები. აგრეთვე საინტერესოა ისიც,რომ გერმანიაში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ქრისტიანებს ჰქონდათ,ესპანეთში მხოლოდ კათოლიკეები იღებდნენ მონაწილეობას. ეს წესი შეიცვალა 1829 წელს,მაშინ,როცა ფიცის ტექსტში აღიარებული იყო ზოგადად ქრისტიანული რელიგია.

ამ და სხვა შეზღუდვების ფონზე შეგვიძლია თაამად ვთქვათ, რომ მაშინდელი სისტემა ამ შეზღუდვების გამო არადემოკრატიული და სრულიად დაშორებული იყო თანასწორობის პრინციპს. აქედან გამომდინარე ის მიზანი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ-ხელისუფლების ცვლა,საზოგადოებრივი ჰარმონიისა და სისტემის მდგრადობისთვის,სრულიად არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და თავიდანვე ამოვარდნილი იყო დემოკრატიის უმთავრესი პრინციებიდან. კერძოდ კი ის უარყოფდა ადამიანთა თავისუფლებასა და მიზნის მიღწევის საკითხში თანასწორობას. ანუ ის არ „ვერ „იქნებოდა პოლიტიკრი არჩევნები თანამედროვე გაგებით.

თუმცა ამ შემთხვევაში დილემურ საკითხს ვაწყდებით. უპირველეს ყოვლისა საკითხს განხილვას უნდა ვიწყებდეთ სიტუაციიდან და ეპოქიდან გამომდინარე და არა დღევანდელი გადასახედიდან-ეს უკვე შედარებითი ფორმაა. დავსვათ კითხვა, სინამდვილეში რას ემსახურებოდა ცენზები? ცენზის არსებობას ამართლებს რამდენიე ფაქტი: გადაწყვეტილების მიღება განათლებული საზოგადოების მიერ, საზოგადოების, რომელსაც აქვს უფლება-მოვალეობები, რაც დაიმსახურა გადასახადების გადახდით. არჩევანი კეთდება მეტად პრაგმატულად, ვიდრე ემოციურად(მესიანიზმი)კიდევ უფრო თუ დავუფიქრდებით და წარმოვიდგენთ პროვინციაში მცხოვრებ მშრომელ გლეხს,რომელსაც მოსავალი აქვს მოსაწევი,ის სიამოვნებით იტყვის უარს დროის გაცდენაზე და სხვას მიანდობს ამ საქმეს. ეს არ გვრის მას სიამოვნებას(საქმე არ ეხება სქესობრივ ცენზებს,რაც ნამდვილად არადემოკრატიული და დისკრიმინაციული სახის ცენზია).

აქედან გამომდინარე, ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება უმრავლესობისთვის მოსაწონია. გადაწყვეტილებას იღებს ის ვისაც საკმარისი ცოდნა აქვს ამისა და ვინც უფრო მეტადაა დაცული დემაგოგებისგან. ამ გზით ახერხებდნენ მიეღწიათ მთავარი მიზნის-სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის.

გამოკითხვა