ENGLISH

ბლოგი

თორნიკე ადამაშვილი: რა აფერხებს სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას?

29 მაისი, 2012

სამოქალაქო ცნობიერების ადამიანი დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანია; ის სარგებლობს საკუთარი უფლებებით და პასუხისმგებლობას იღებს სხვის უფლებებზე; თანასწორობის პრინციპით ჩართულია სახელმწიფოს მართვაში და აცნობიერებს თავის როლს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამართლებრივ ცხოვრებაში; მას სჯერა, რომ სწორედ მისნაირი ინდივიდებისგან იქმნება ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი.
ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, სამოქალაქო თვითშეგნების დაბალი დონეა, რაც განპირობებულია რამდენიმე მენტალურ-კულტურული ასპექტით.


სულხან სალაძე: უპასუხო კითხვები

29 იანვარი, 2012

...ოცდაათში დილით ჩემი ერთი ნაცნობი შემხვდა ქუჩაში და მითხრა, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აპირებდა დასასწრებას. შემომთვაზა მეც გავყოლოდი. შემოთავაზებაზე და  ბევრი არ მიფიქრია, მითუმეტეს, რომ ქალაქის საკრებულოს ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტი უნდა დაემტკიცებინა და კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა გადაწყვეტა მოესწრო 2012 წლის დადგომამდე.

 

 

 


გუდაურს თბილისი მიხედავს!

31 მაისი, 2011

1 მაისიდან სამთო-სათხილამუროკურორტი გუდაურის მართვა თბილისის მერიის კომპეტენციაში გადადის. გაზეთ 'რეგიონის დროით' 1 მაისის გამოცემაში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს კითხვაზე, რატომ არის  გამართლებულია ეს გადაწყვეტილება.

მოგვწერეთ თქვენი აზრი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით!


გამოკითხვა