ENGLISH

ბლოგი

ბექა გაბადაძე: კვოტირება და სამართლიანი არჩევნები

04 ივლისი, 2013

ბექა გაბადაძემ აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში"  ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით. 

სპილო ოთახში" - არის ასეთი ინგლისური იდიომა პრობლემის აღსანიშნავად, რომელიც თვალნათელია, მაგრამ ყველანი გვერდს უვლიან. შეუძლებელია არა, ვერ შეაჩნიო სპილო ოთხაში?! რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ოლღა სოლოღაშვილის ფოტოს გადავაწყდი. გამიჭირდა ამდენ მამაკაცში ქალის სახის ამოცნობა. ოლღა 1918 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და  საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე აქვს ხელი მოწერილი. ეს ფოტო ბენკსის არტივითაა: უბრალოდ დანახვა უნდა პრობლემას, ქალთა წარმომადგენლობის პრობლემას პარლამენტში.

 


დავით ლოსაბერიძე:სისტემური ცვლა თუ სანახევრო რეფორმა

02 ივლისი, 2013

განვლილმა ოცმა წელმა დაგვანახა, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნის პროცესში რეალური გარღვევა არ მოხდა, საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილება ისევე შეუძლებელი იქნება მომავალში, როგორც ამჟამად.
ასეთ შემთხვევაში პროგნოზი იოლი გახლავთ; ყოველ 5-10 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა თავის ლიდერად ასახელებს ახალ პოლიტიკურ ძალას. ეს ძალა მშვიდობიანი ან არამშვიდობიანი გზით ართმევს მოქმედ ხელისუფლებას ძალაუფლებას და, საზოგადოების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის პირობებში, იწყებს ქვეყნის მართვას. გადის დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ეს ხელისუფლებაც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაზე ზრუნავს ისე, რომ მოქალაქეებს ყურადღებას აღარ აქცევს. იმედგაცრუებულ მოსახლეობაში თანდათან იზრდება საპროტესტო მუხტი და ეს გრძელდება მანამ, სანამ ახალი პოლიტიკური ძალა არ იღებს თავზე ძველი და სახელგატეხილი ხელისუფლების მმართველობისაგან ჩამოშორებას და ყველაფერი თავიდან იწყება.

 

 


დავით ზარდიაშვილი: გვჭირდება თუ არა კომუნალური რევოლუცია?

19 ოქტომბერი, 2012

კომუნა ადგილობრივ საზოგადოებას, თემს ნიშნავს. ადგილობრივ თვითმმართველობას კომუნალურ ხელისუფლებასაც უწოდებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის „ხარისხი" ორი მთავარი კრიტერიუმით იზომება: რამდენად დემოკრატიულია ადგილობრივი ორგანოები, გამოხატავენ თუ არა ისინი ადგილობრივი საზოგადოების ნებას? რამდენად ეფექტიანია, ეკონომიური და ხელსაყრელია ადგილობრივი საზოგადოებისათვის მათ მიერ ორგანიზებული ადგილობრივი, ანუ კომუნალური მომსახურეობანი?


გოგა მაქაცარია: მე და არჩევნები

09 აგვისტო, 2012

პირველი არჩევანი ხუთი წლისამ გავაკეთე, რა თქმა უნდა, გააზრებული არჩევანი მაქვს მხედველობაში, ანუ ჩემი მეხსიერების პირველი ეპიზოდები, თორემ მანამდეც მქონდა საშუალება, გამორჩეულად მყვარებოდა ჩემი პირველი ძაღლი „ლინდა", ხოლო არასასურველი ადამიანის მოფერებაზე უარყოფითად მეპასუხა. თუმცა, ეს ჩემი მეხსიერების მიღმაა და ამაზე არ შევჩერდები.
ასაკობრივ ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ჩემი არჩევანის სფეროც. ალბათ, არ გაგიჭირდებათ გამოიცნოთ, მაღაზიაში რომელი განყოფილება მიიქცევდა ჩემს ყურადღებას: რა თქმა უნდა, სათამაშოების და ტკბილეულის.  

 


ნუცა ღულაძე; მე და არჩევნები

08 აგვისტო, 2012

ოთხი-ხუთი წლის ვიქნებოდი, როცა დედამ ერთი წიგნი წამიკითხა. წიგნს "დაყირავებული ხე" ერქვა. ყდაზეც ხე ეხატა. ტოტზე ბიჭი იჯდა,  რომელიც ამ ხის საშუალებით სხვადასხვა ჯადოსნურ ქვეყანაში მოგზაურობდა. ერთ ქალაქში ბიჭი მაშინ ჩავიდა, როცა იქ წინა საარჩევნო ციებ-ცხელება იყო. მოედანზე ტრიბუნა იდგა. ტრიბუნაზე დეპუტატობის კანდიდატი იდგა და დაპირებებს არ იშურებდა.


ზაზა ზანგურაშვილი: მე და არჩევნები

07 აგვისტო, 2012

ცხოვრება ასეა მოწყობილი -  ყველა კმაყოფილი ვერ იქნება.  უკმაყოფილონი კი თავიანთ პოზიციებს სხვადასხვა ფორმით  გამოხატავენ. შეიძლება ეს იყოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, მიტინგები და კიდევ ბევრი რამ. მაგრამ კაცობრიობა უკვე დიდი ხანია თანხმდება, რომ ყველაზე ცივილური გზა საკუთარი  პოზიციის გამოსახატავად არჩევნებია.
თუმცა, დღევანდელ რეალობაში გაჩნდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა - რა უფრო მოგვწონს ქართულ საზოგადოებას, არჩევნებზე ერთი დღით წასვლა და მშვიდობიანად პოზიციის გამოხატვა, თუ ემოციური სიტყვა  ,,წადი, წადი'', რომელიც მთქმელსაც და გამგონესაც  უფრო მეტის სურვილს უჩენს.

 


დავით ჟორჟოლიანი: მე და არჩევნები

06 აგვისტო, 2012

საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ისეთი დემოკრატიული, რომ დასაქმებისა და, ზოგადად, არსებობის პრობლემების შემდეგ ყველაზე აქტუალური თემა არჩევნებია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელი კარს გვადგება და, მით უფრო, თუ ამ დროს პოლიტიკურ ასპარეზე ახალი ფიგურა ჩნდება. მოდის არჩევნები და თან მოჰყვება ზღვა პროექტებისა, საარჩევნო პროგრამებისა, დაპირებებისა, დამკვირვებლებისა და "შავი კაცებისა" - იმ "შავი კაცებისა", არჩევნების შემდეგ რომ ვიკითხავთ, ნეტავ ის ვინ იყოო. ქართველები ძალიან კეთილი და გულუხვი ხალხი ვართ. ჩვენ კარს მომდგარ, რაიმეს მთხოვნელ ადამიანს უსიტყვოდ, უანგაროდ და დაუნანებლად ვეხმარებით. ვეხმარებით და ვაძლევთ ყველაფერს, რისი მიცემაც შეგვიძლია და არ გვენანება.


თამარ ბულია: მოხალისეობა

27 ივნისი, 2012

მოხალისეობა არაანაზღაურებადი საქმიანობაა; ის გულისხმობს  ნებაყოფლობით დახარჯო დრო, რათა სხვას დაეხმარო და სოციალური სარგებელი მოიტანო. სამწუხაროდ,   ადამიანები ხშირად სკეპტიკურად არიან განწყობილნი  ამ ტიპის საქმიანობის მიმართ; მათ ვერ გაუგიათ, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ანაზღაურების გარეშე ნებაყოფლობით იმუშაოს ვინმესთვის?  მსგავს დამოკიდებულებას თავისი მიზეზები აქვს.


ქეთევან მიქაძე: სამოქალაქო მონაწილეობა და ადგილობრივი განვითარება

20 ივნისი, 2012

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადგილობრივი განვითარებისათვის აუცილებელია მოქალაქეთა ჩართულობა, ანუ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები მოქალაქეებთან ერთად უნდა მოგვარდეს. მათ უნდა აკეთონ საქმე მოსახლეობისათვის, მათთან ერთად და არა - მათ ნაცვლად.
სამოქალაქო მონაწილეობა ადგილობრივ მთავრობებს დაბრკოლებად  არ უნდა ექცეს საქმიანობაში; პირიქით, ამ საქმიანობის  ნაწილი უნდა გახდეს. სამოქალაქო მონაწილეობა ადგილობრივ საზოგადოებებში ზრდის მთლიანად სოციალურ კაპიტალსაც და მათი წევრების მზადყოფნას, იმოქმედონ ერთობლივად ადგილობრივი განვითარებისათვის. 


თამარ შამათავა: ადგილობრივი მთავრობა და ჩვენ

12 ივნისი, 2012

ადგილობრივი მთავრობა და საზოგადოება
არის საკითხები, რომლებიც ადგილობრივმა მთავრობამ და საზოგადოებამ ერთად უნდა გადაჭრან.
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე შარშან წლების წინ გაშენებული ხეივანი (ხეები სხვაგან გადარგეს!) განადგურდა, დარგეს პალმები... ამას მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი. პალმები კარგია, ლამაზია, მაგრამ მოსახლეობამ წინასწარ უნდა იცოდეს ამის შესახებ და თვითონ გადაწყვიტოს, რა ურჩევნია.
დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანაც ადგილობრივი მთავრობის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა.
ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობა ირჩევს და ის ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების წინაშე. მისი საქმიანობა ადგილობრივი თემის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს უნდა ასახავდეს. მოქალაქეები აქტიურად უმდა მონაწილეობდნენ ადგილობრივი დონის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული პროგრამების, პროექტების შემუშავებაში და აკონტროლებდნენ კიდეც მათ შესრულებას.


გამოკითხვა