ENGLISH

ბლოგი

სოფიო ჯაში:"სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში"

29 ივლისი, 2013

სოფიო ჯაშმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის კონკურსის"სამართლიანი არჩევნებიდემოკრატიული განვითარებისპროცესში" ფარგლებში. კონკურსიხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურიინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.

სიტყვა დემოკრატია დღეს დადებით ასპექტში მოიაზრება. უფრო მეტიც - გაიდიალებულია. თვით ავტორიტარული რეჟიმებიც კი მის ფასადს ამოფარებიან და თავს იწონებენ - ჩვენც დემოკრატიულნი ვართო. არადა მათი მცდელობა თავის ასეთად წარმოჩენისა ხშირ შემთხვევაში თვალშისაცემია, ზოგჯერ - შეფარული. განვითარებად ქვეყნებში არჩევნები ტარდება არა ხალხისთვის, არამედ იმისათვის, რომ დასავლეთს მოაწონონ თავი. სწორედ აქ ვლინდება ფსევდოდემოკრატია. პოლიტიკური ელიტა ხეირს, ფინანსებს ელოდება. ხალხის ინტერესები კი დაუკმაყოფილებელი რჩება.


ნანა ბაგალიშვილი: „ეკლესია, როგორც პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობა VS არგუმენტირებული პოლიტკური დებატები“

26 ივლისი, 2013

ნანა ბაგალიშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.  

საპრეზიდენტო  არჩევნების მთელი ისტორიის მანძილზე, 1991 წ-დან დღემდე,   საქართველოში ნაციონალურ-რელიგიური ქარიზმის მქონე ლიდერები იმარჯვებენ. ან თუ არ ჰონდათ ამგვარი  შარმი/იმიჯი სხვადასხვა ხერხებით ცდილობენენ მის შექმნას, რადგან  90-იანი წლებიდან სწორედ ეკლესია გახდა ბევრ საკითხში მოსახლეობის  განწყობის ჩამოყალიბების ძირითადი თუ არა, ერთ-ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კანდიდატები ორიენტირებულნი იყვნენ არა იმდენად სამოქმედო გეგმის/ქვეყნის განვითარების ხედვის საზოგადოებისთვის წარმატებულად ჩვენებისთვის, არამედ,  იბრძოდნენ  ეკლესიის  მხარდაჭრის მოპოვებისთვის წინასაარჩევნო პროცესში.


ნოდარ ეჟიშვილი:„სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში“

25 ივლისი, 2013

ნოდარ ეჟიშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.      

დასავლურმა სახელმწიფოებმა მეოცე საუკუნე საარჩევნო პროცესის სრულყოფასა და საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზებას მოანდომეს. ეტაპობრივად, სამოქალაქო ბრძოლების შედეგად, მოიხსნა უამრავი საარჩევნო ცენზი (ქონებრივი, ასაკობრივი, სქესობრივი, რასობრივი, პროფესიული და სხვა). დაიხვეწა კენჭისყრის პროცედურები, კონკრეტული სახელმწიფოებისათვის შესწავლილი და დანერგილი იქნა შესატყვისი საარჩევნო სისტემები. საარჩევნო პროცესის სრულყოფის პარალელურად მოხდა წინასაარჩევნო კამპანიის ნორმებისა და სტანდარტების ფორმირება, არჩევითი ორგანოს ან პირის ოპტიმალური არჩევითი ვადის განსაზღვრა, მოსახლეობის სამოქალაქო კულტურისა და თვითშეგნების ამაღლება. 


მარიამ ობოლაძე: „პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები“

24 ივლისი, 2013

მარიამ ობოლაძემ აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.     

მაშინ, როდესაც ერები ჩამოყალიბების პროცესში იყვნენ, ძვ.წ. V-IV საუკუნეში ათენში დემოკრატიული მმართველობა ვითარდებოდა.იმ დროს, როდესაც არა პოლიტიკური წყობის, არამედ არსებობის პრობლემა იდგა, ომების კვალდაკვალ ათენში იკვეთება სწორი არჩევანის გაკეთების პრიორიტეტები. ასევე საყურადღებოა ის პრინციპები, რომლებსაც სახელმწიფო მმართველობა ეფუძვნებოდა: არჩევითობა, კოლეგიალიბა, ანგარიშვალდებულება, თანამდებობის დაკავება მოკლე ვადით. არჩევნები და არჩევითობა ანტიკური საბერძნეთის მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო, თუმცა უმთავრესი ნაკლი ელექტორატის სიმცირე გახლდათ. იქ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებდნენ ქალები და მონები. თანამედროვე სახელმწიფოებში კი არჩევნების დემოკრატიულობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია მოსახლეობის მაღალი აქტივობა.                                                                                                                     

 

 


სოფიო დავითაშვილი: "არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობა საჯარო დისკუსიაში"

23 ივლისი, 2013

სოფიო დავითაშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით. 

არაერთი ჩვენგანი გამხდარა ხშირად  იმის მოწმე, თუ როგორ აყენებენ პოლიტიკოსები  სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაწყოფას საკუთარ ოპონენტს იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ  დებატების კულტურა, ან არ ყოფნით ცოდნის დონე იმაში, თუ როგორ დაარწმუნონ ამომრჩეველი ან ოპონენტი თავიანთი აზრის სისწორეში. ასეთი შემთხვევები ქართულ სინამდვილეში უცხო მოვლენა არ არის და განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში თითქმის ყოველდღე ვხდებით პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების მნახველები.

 


რუსუდან აფციაური სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში

22 ივლისი, 2013

რუსუდან აფციაურმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით. 

დემოკრატია, ესა არის ხალხის(„დემოს") მმართველობა(„კრატოს"). სწორედ ამ მნიშვნელობის გამო ის ყველაზე მიღებული და სასურველი ფორმაა სახელმწიფო მმართველობის ფორმებს შორის. თუმცა, ჩერჩილი ამბობდა:  „ეს არის ყველაზე საშინელი ფორმა, მაგრამ მასზე უკეთესი არ არსებობს". ე.ი, დემოკრატია არის ყველაზე სასურველი ფორმა, რადგან მასზე უკეთესი არ გვაქვს. 


გვანცა ჩინჩალაძე:"არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობა საჯარო დისკუსიებში"

17 ივლისი, 2013

გვანცა ჩინჩალაძემ აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის  "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.  

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალურმა საკითხებმა, ეკონომიკურმა კრიზისმა თუ განვითარებულმა ინდუსტრიალიზაციამ წარმოშვა მთელი რიგი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესია. ადამიანები იკრიბებიან, სხდებიან მრგვალი მაგიდის გარშემო და იწყებენ ფიქრს და მცდელობას ამ პრობლემის გადასაჭრელად, რადგან პრობლემა ვერ მოგვარდება მისი „აღმოჩენისთანავე". შესაბამისად, ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია საჯარო დისკუსია და დისკუსიაში არგუმენტირებული დებატები. 


ბაია აბულაძე: სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში

16 ივლისი, 2013

ბაია აბულაძემ აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის  "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით. 

ხალხის მმართველობა, ხალხისვე მიერ, ისევ ხალხის საკეთილდღეოდ" -დემოკრატიის ამ განმარტებაში ნათლად ჩანს მთავარი მიზანი, არისტოტელესეული მიდგომით „ვინ მართავს? ვისთვის მართავს? ვინ იგებს? ხალხის მმართველობის კონცეფციების სახის ცვლილება ისტორიულ განვითარებას ერთვოდა თან და პასუხობდა დროის გამოწვევებს.


ანი ზურაშვილი:პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები

15 ივლისი, 2013

ანი ზურაშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის  "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.  

დღეს ფართოდაა გაზიარებული იდეა ხალხის სუვერენიტეტის შესახებ. როგორც „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" (მუხლი 21) და საერთაშორისო ძალის მქონე სხვა დოკუმენტები გვეუბნებიან, სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი წყარო და მისი კანონიერების საფუძველი არის ხალხის ნება. ხალხის ნების გამოხატვის შესაძლებლობა არჩევნებია. მოქალაქეები აკეთებენ პოლიტიკურ არჩევანს, რის საფუძველზეც მიიღწევა შეთანხმება სახელმწიფო მართვა-გამგეობის, მისი კურსისა და ამ კურსის შემსრულებლების შესახებ.


გიორგი კობერიძე:პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები

04 ივლისი, 2013

გიორგი კობერიძემ აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის  კონკურსის  "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში" ფარგლებში. კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.

პოლიტიკური არჩევანი თავის თავში საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს, რაზეც თავისმხრივ მრავალი გარემოება ზემოქმედებს. მათ შორის აღსანიშნავია რამდენიმე ძირეული ფაქტორი: პარტიული მიკუთვნებულობა და კოგნიტური დისონანსი, ინფორმაციულობა და ინფორმაციის რაობა, პირადი ეკონომიკური ანალიზი, პოლიტიკური კულტურა და გარემო. თითოეული მათგანი თანმიმდევრულად განვიხილოთ. 


გამოკითხვა