ENGLISH

ბლოგი

მარიამ დვალიშვილი: „რელიგია ასი წლის შემდეგ“

22 ოქტომბერი, 2014

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი პროექტის „მსოფლიო რელიგიათა კლუბის"  ფარგლებში ჩატარდა ესეს კონკურსი  „მე და რელიგია". აღნიშნული პოსტი ესეს კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, მარიამ დვალიშვილს ეკუთვნის.  

არავინ იცის, როგორი იქნება სამყარო ასი წლის შემდეგ, ან საერთოდაც იარსებებს კი  რაიმე?! სანამ სამყარო იარსებებს, მანამ იარსებებს რელიგიაც, მაგრამ ტრანსფორმირებული სახით. იგი ისეთი აღარ იქნება, როგორიც არის დღეს ან იყო გუშინ. თაობები ცვლიან რელიგიას, რელიგია კი თავისთავად ცვლის მათ. ეს ორი შეუქცევადი პროცესია, რომელიც ერთმანეთს არა მხოლოდ გამორიცხავს, არამედ ავსებს.

ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ასი წლის შემდეგაც რელიგია არ დაკარგავს „პოპულარობას". მაგრამ იქნება ეს, როგორც „ჯანდაბა უჭეშმარიტო ჭეშმარიტება" თუ ჭეშმარიტი რწმენა?!  თუ ეს იქნება უკვე ვირტუალური რელიგია?! მამაოსთან ტელეფონით აღსარების დღის დანიშვნა, სკაიპით აღსარების ჩაბარება,  „ლაიქებზე" მიტევებული შეცოდება და მესიჯით მიღებული ზიარება.


ფატი შავაძე: "ყველაზე შორეული და ყველაზე ახლობელი ღმერთი"

22 ოქტომბერი, 2014

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი პროექტის „მსოფლიო რელიგიათა კლუბის"  ფარგლებში ჩატარდა ესეს კონკურსი  „მე და რელიგია". აღნიშნული პოსტი ესეს კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ფატი შავაძეს ეკუთვნის.

ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე წარმომედგინა. სადღაც, შორეულ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, გადაკარგულ წლებში,სანამ პირობითად 1991 წელი დადგებოდა. ათასგავრ რამეს ჰყვებიან სამყაროს შექმნაზე. ნაწილი მიიჩნევს, რომ თურმე ღმერთმა (ღმერთის რაობაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ) შექმნა სამყარო მთელი რიგი „აქსესუარებით"- მცენარეებით, ცხოველებით, ფრინველებით და ასე შემდეგ ადამიანებით.

ასეა თუ ისე, რამდენი ვერსიაც არ უნდა მოვყვე, ყველა შემთხვევაში, ჩემთვის არაფერი იცვლება. მხოლოდ ის  ვიცი, რომ პირადად მე არ მახსოვს, აზრად მომსვლოდა, ჩემი ნება-სურვილით მოვსულიყავი სამყაროში.

მაგრამ, წეროს არა და ჩემი მშობლების ძალისხმევის შედეგად მე დავიბადე და ახლა აქ ვარ, თქვენთან...


თაკო დანელიშვილი: "სამოქალაქო საზოგადოება"

24 ივლისი, 2014

გთავაზობთ გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურის მე-11 კლასის მოსწავლის, თაკო დანელიშვილის ბლოგს

რა არის სამოქალაქო საზოგადოება? რა აზრი აქვს მის არსებობას და რა როლს თამაშობს ის სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში?
სამოქალაქო საზოგადოების ცნება, ლიბერალური ტრადიციიდან მოდის, რომელიც „საზოგადოებრივი ხელშეკრულების", ანუ ადამიანთა ნებაყოფლობითი შეთანხმების პრინციპზეა აგებული. სამოქალაქო საზოგადოების ზოგადი პრინციპი ადამიანთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. 


ნიკა სამადალაშვილი: "მე და რელიგია"

03 დეკემბერი, 2013

 

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი პროექტის „მსოფლიო რელიგიათა კლუბის" ფარგლებში ჩატარდა ესეს კონკურსი  „მე და რელიგია". აღნიშნული პოსტი ესეს კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ნიკა სამადალაშვილს ეკუთვნის.

    -   აჰა, გამარჯობა, მკითხველო. ვინაიდან და რადგანაც, მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი არ ქმნის ისეთ წარმოდგენას ჩემზე, რომ ცოტა უფრო მოთმინებით წაიკითხო ჩემი ესე და არც იმდენად ცნობილი ვარ, რომ ჩემდამი სიმპათიით იყო განწყობილი, გადავწყვიტე, ჩემი ესესათვის პროლოგი დამერთო. მთლად უაზრო ბოდვად რომ არ მოგეჩვენოს ჩემი ნაფიქრალი, რამდენიმე ფაქტს გეტყვი ჩემი ცხოვრებიდან, რომლებმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს რელიგიურ წარმოდგენებზე.


თინათინ მანია: "მე და რელიგია"

26 ნოემბერი, 2013

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი პროექტის „მსოფლიო რელიგიათა კლუბის"  ფარგლებში ჩატარდა ესეს კონკურსი  „მე და რელიგია". აღნიშნული პოსტი ესეს კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, თინათინ მანიას ეკუთვნის.

11 წლის ვიქნებოდი, რელიგიის მასწავლებელი რომ ჯოჯოხეთის საშინელებებზე და იმ ცოდვილ ადამიანებზე გვესაუბრა, იქ რომ უნდა მოხვედრილიყვნენ. დიდხანს ვფიქრობდი და ძლივს გავუბედე კითხვა, ის კეთილი და კარგი ადამიანები სად მიდიან, რომელთაც ღმერთის არ სწამთ-მეთქი? შემომხედა და ხაზგასმული დარწმუნებულობით მითხრა, ასეთი ადამიანი კეთილი და კარგი ვერ იქნებაო. მახსოვს, ძალიან იმოქმედა ამ ფრაზამ. მასწავლებელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი სიტყვები სანდოდ მეჩვენებოდა, მაგრამ მე მყავდა და, რომელსაც ღმერთი არ სწამდა. მისი ნათქვამით კი გამოდიოდა, რომ  არც კარგი ადამიანი იყო და თან ჯოჯოხეთის ტანჯვისთვის იყო განწირული.


ნანა ივანიაშვილი: "რელიგიის როლი თანამედროვე კონფლიქტურ სიტუაციებში"

19 ნოემბერი, 2013

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი პროექტის „მსოფლიო რელიგიათა კლუბის"  ფარგლებში ჩატარდა ესეს კონკურსი  „მე და რელიგია". აღნიშნული პოსტი ნაწყვეტია ნანა ივანიაშვილის, ესეს კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის,  სტატიიდან.

1998 წელს მიღებული იქნა  ოსლოს დეკლარაცია, რომელიც ეხებოდა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით :"რელიგიები და რწმენები ასწავლიან მშვიდობასა და კეთილ ნებას".თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ ფორმალური ვერსიაა. თითქმის არ არსებობს საფუძვლიანი ახსნა იმისა, რატომ გვაქვს სრულიად საწინააღმდეგო სურათი მსოფლიოში და რატომ ხდება,  რომ დღეს მოწმენი ვართ რელიგიების სულ უფრო ხშირი თანამონაწილეობისა კონფლიქტურ სიტუაციებში? თავად რელიგიები ქმნიან ძალადობას, თუ მათ სხვა ძალები იყენებენ ბოროტად?


მარიტა გოთია: "წალკაში არსებული დაპირისპირება"

01 ნოემბერი, 2013

ანოტაცია

წინამდებარე  ნაშრომის  მიზანია  გამოიკვლიოს  და  შეადაროს    ქვემო  ქართლის  ერთ-ერთი  რაიონის, კერძოდ   წალკის  რაიონში  არსებული  კონფლიქტი  ეკომიგრანტებსა  და  ეთნიკურად  სომეხ  მოსახლეობას  შორის.  განვიხილავ  1990იანი  წლების  მეორე  ნახევრიდან  2012  წლამდე  არსებულ  მდგომარეობას; შევადარებ  ვარდების  რევულუციამდე  და  ვარდების  რევოლუციის  შემდეგ  გატარებულ  ღონისძიებებს  წალკაში არსებული  დაძაბულობის  გადასაჭრელად.

 

 

 

 


ნინო მგალობლიშვილი: „სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში“

02 აგვისტო, 2013

ნინო მგალობლიშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის ფარგლებში". კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.   

დემოკრატია და სამართლიანობა ძლიერი სახელმწიფოს შექმნის წინაპირობაა.  თავისუფალი არჩევანისა და სამართლიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგ მიიღწევა დემოკრატია. ის ბერძნული სიტყვაა და ,,დემოს" ,,კრატეინ" ნიშნავს ხალხის მმართველობას, რაც თავისთავად წარმოადგენს თავისუფალი აზრის არსებობას. არჩევნების სამართლიანობა და გამჭვრივალეობა უზრუნველყოფს საზოგადოების არჩევანის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.


უჩა ავსაჯანიშვილი:"სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში: სამართლიანი არჩევნების კრიტერიუმები"

01 აგვისტო, 2013

უჩა ავსაჯანიშვილმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის ფარგლებში". კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.   

                                       „ის, ვინც ყველა უნდა მართოს, ყველას მონაწილეობით უნდა აირჩეს".                                                                                                                                                                                                           პლინიუს უმცროსი    

არჩევნების მსოფლიო ისტორია ორი ათას წელზე მეტს ითვლის და დასაბამს ძველ საბერძნეთში იღებს. დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ამ ინსტიტუტის მნიშვნელობაზე უკვე მაშინ საუბრობდნენ (დემოსთენე, ქსენოფონტე და ა.შ.). არჩევნების არსებობა დღესაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა დემოკრატიის განვითარებისთვის, თუმცა სამართლიან არჩევნებს რაც შეეხება, დღეს სამართლიანობის სრულიად სხვა კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობთ. მაგალითად, ძველ საბერძნეთში სამართლიან არჩევნებად ითვლებოდა პროცესი, რომლის დროსაც პოლისში მცხოვრები 20 წელს მიღწეული მამაკაცები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სახალხო კრებას მართავდნენ და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად ღია ან ფარულ კენჭისყრას ატარებდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის მიღწევის პირველ წლებში ასეთად განიხილებოდა პროცესი, რომლის ფარგლებში ხმის მიცემა ნებადართული იყო მხოლოდ გარკვეულ ასაკს მიღწეული თეთრკანიანი მამაკაცებისთვის, რომლებსაც შესაბამის შტატში საკმაოდ დიდი ქონება უნდა ჰქონოდათ.


ნატალია ჯაში: „სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში“

30 ივლისი, 2013

ნატალია  ჯაშმა აღნიშნული სტატია დაწერა ბლოგის კონკურსის "სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის ფარგლებში". კონკურსი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.  

დემოკრატიისადმი დამოკიდებულება საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. თუ ანტიკურ ხანაში მას ხშირად ოხლოკრატიასთან, "ბრბოს მმართველობასთან", აიგივებდნენ და უარყოფით კონტექსტში განიხილავდნენ, დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა. დემოკრატია მმართველობის ყველაზე სასურველ ფორმად არის მიჩნეული და ბევრ ქვეყანას მიზნად აქვს დასახული მისი ღირებულებების დანერგვა.


გამოკითხვა