ENGLISH

კურსები

საუნივერსიტეტო კურსები

პოლიტიკის შემუშავების, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე ექსპერტთა ახალი თაობის მომზადების მიზნით სტუდენტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისთვის შეიქმნა ორი საუნივერსიტეტო კურსი.

ოქტომბრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სამაგიტრო პროგრამების სტუდენტებს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი სთავაზობს ორ კურსს: „დეცენტრალიზაციის ეკონომიკური საფუძვლები" და „დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა მონაწილეობა". კურსები მომზადებულია ერასმუსის უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (ჰააგა, ნიდერლანდები) ხელმძღვანელობით და ჩატარდება ილიას უნივერსიტეტში. 

კურსები მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფინანსური მხარდაჭერით. კურსები ღიაა როგორც სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის. 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში კურსები უფასოა ყველა მსურველისთვის. 

დეცენტრალიზაციის ეკონომიკური საფუძვლები" - კურსს წაიკითხავს პოტსდამის უნივერსიტეტის ლექტორი - დოქტორი ელგუჯა ხოკრიშვილი. კურსის მსვლელობისას მიმოხილული იქნება ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს შორის ფინანსური ურთიერთობების მთავარი პრინციპები და  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა სტრატეგიები. 

დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა მონაწილეობა" - კურსს წაიკითხავს არჩილ ჟორჟოლიანი (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობა). სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება მაგალითები როგორც საქართველოდან, ისევე სხვა ქვეყნებიდან.

'დეცენტრალიზაციის ეკონომიკური საფუძვლები' - სასწავლო კურსის სილაბუსი
'დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა მონაწილეობა' - სასწავლო კურსის სილაბუსი

დამატებითი კითხვების და კურსებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

გია გოთუა
საუნივერსიტეტო პროგრამის კოორდინატორი
მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
www.cipdd.org

www.participate.ge

გამოკითხვა