ENGLISH

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

პროექტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა საქართველოში   ერთობლივად ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის (თბილისი) და სოციალურ კვლევათა ინსტიტუტის (ჰააგა) მიერ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გაძლიერებას რათა მათ შეძლონ მობილიზება და ერთობლივად მონაწილეობის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობისა და ადგილობრივ განვითარების პროცესების ხელშეწყობაში.  პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგების რამდენიმე სერია რაც დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით განავითარონ ცნობიერების ამაღლების გეგმები და მობილიზება გაუკეთონ თემებს/ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა დისკუსიები, რაც ექსპერტებს და თემის ლიდერებს უფრო აქტიურად ჩართავს დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობის პროცესში.

პროექტის მიზნები

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს განავითაროს ის უნარ-ჩვევები რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობისთვის. ამის მისაღწევად:

პირველ რიგში ვატარებთ ტრენინგებს. ადგილობრივი მმართველობისა და განვითარების საკითხებზე დებატებში მონაწილეობის მისაღებად თემთა მობილიზაციისთვის საჭირო სტრატეგიებისა და ტექნიკას გაეცნო ტრენერთა ძირითადი ჯგუფი, რომლის წევრებიც მთელი საქართველოს მაშტაბით ჩაატარებენ ტრენინგებს და სემინარებს ადგილობრივი თემების ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს. დაუკავშირდით ჩევნს ადგილობრივ პარტნიორებს და მიიღე მონაწილეობა  ამ ღონიშძიებებში.

ორგანიზაებას გავუკეთებთ საჯარო დისკუსიებს   ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის თაობაზე.  ამ და სხვა ღონისძიებების საშუალებით ჩვენ შევეცდებით მოსახლეობაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და განვითარების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას. დაუკავშირდით ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებს და გიგეთ როდის ტარდება დებატები, რათა მიიღოთ მონაწილეობა.

ასევე, შევიმუშავებთ რამდენიმე პოლიტიკის დოკუმენტს დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივ განვითარებაზე რათა წავახალისოთ დისკუსიები. იმის გასაგებად, თუ გსურსთთქვენი ხედვების გაზიარება, იხილე საიტი და დაუკავშირდით კავკასიური ინსტიტუტის პროექტის გუნდს.

ამასთანავე ვქმნით რესურს ცენტრს ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის კავკასიური ინსტიტუტის ოფისში, წერეთლის 72-ში. პროექტის ვებსაიტის საშუალებით www.participate.ge შესაძლებელი იქნება დეცენტრალიზაციის, მონაწილეობისა და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე კომუნიკაცია და მასზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული მასალებიც. რესურს ცენტრი ღიაა ყველასთვის. მასალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით გია გოთუას

და ბოლოს, პოლიტიკის შემუშავების, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი განვით რების საკითხებზე ექსპერტთა ახალი თაობის მოსამზადებლად ვქმნით 2 საუნივერსიტეტო კურსს დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი განვითარების და საჯარო სერვისების მოწოდების პრინციპებზე ვქმნით ორ საუნივერსიტეტო კურსს. კურსები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება 2011 წლის ოქტომბრიდან. დაუკავშირდით გია გოთუას კურსებში მონაწილეობის მიღებაზე ინფორმაციის გასაგებად.

როგორ შეგიძლია მიიღო მონაწილეობა?

დაუკავშირდი ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებს და:

  • მიიღე მონაწილეობა ტრენინგებში
  • ისარგებლე რესურს ცენტრით
  • ჩაერთე დებატებში
  • დაესწარი კურსებს

 

პროექტის ბროშურა

გამოკითხვა