ENGLISH

მთავარი

მსოფლიო რელიგიების კლუბის მეექვსე სეზონი დაიწყო!

23 მარტი, 2017

მსოფლიო რელიგიების კლუბის მეექვსე სეზონი დაიწყო! 15 მარტს ჩატარდა სალექციო კურსის პირველი შეხვედრა. კლუბის სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი. ლექციის თემა : "რელიგიის მნიშვნელობა მორწმუნის და ათეისტისთვის". შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მოხსნებას, შესვენების შემდეგ კი გაიმართ დისკუსია.


ისლამი, პოლიტიკა და იდენტობა პანკისში

26 იანვარი, 2017

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და " გლობალური ისლამის" აღზევების ფონზე პანკისის ხეობაში რელიგიური ტრანსფორმაციის ძირითადი თავისებურების შესწავლის შედეგებს.

 


რელიგიური პლურალიზმი, ექსტრემიზმი და დემოკრატია:

26 იანვარი, 2017

  რელიგიური პლურალიზმი, ექსტრემიზმი და დემოკრატია:   მონიტორინგი და დებატები

 

 


რელიგიური პლურალიზმი, ექსტრემიზმი და დემოკრატია: მონიტორინგი და დებატები

26 იანვარი, 2017

საქართველოში რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების შეხედულებების და განცხადებების მონიტორინიგი ადამიანის უფლებების და დემოკრატიის შესახებ.
მუსლიმური თემი საქართველოში


"ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის" შემაჯამებელი შეხვედრა.

23 დეკემბერი, 2016

23 დეკემბერს 11:00-14:30 სასტუმრო ბეთსი  "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა"  გამართა პროექტის - "ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის" შემაჯამებელი შეხვედრა.
პროექტი "ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის" 2014-2016 წლებში ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით საქართველოს ოთხ სამიზნე რეგიონში - აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი - განხორციელდა. საქმიანობის მიზანს სამიზნე დასახლებების განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენდა, ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციის და შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე მიმართული კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზით.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პროექტის შედეგები, ძირითადი მიგნებები და გაიმართა დისკუსია. ასევე პროექტის ფარგლებში მომზადებული ოთხი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე: მცირე დასახლებების პრობლემები, უძრავი ქონების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის მნიშვნელობა, ინფრასტრუქტურული პრობლემები და ინოვაციური მეთოდები, ახალგაზრდული საკითხები მუნიციპალიტეტებში და მათზე რეაგირების მნიშვნელობა.

 


გამოკითხვა