ფედერალიზმი და დეცენტრალიზაცია
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ იორგენ როუზის და იოჰანეს ტრაუტის რედაქტორობით გამოცემულ წიგნს "ფედერალიზმი და დეცენტრალიზაცია: ტრანსფორმაციის პერსპექტივები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში".
წიგნში ავტორები განიხილავენ პოლიტიკური დეცენტრალიზაციის გზებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. დეცენტრალიზაციის პერსპექტივიდან გამომდინარე, ავტორები აანალიზებენ ფედერალიზმის განსხვავებულ მოდელებს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით. წიგნის მიზანია ფედერალური სისტემის მშენებლობის მნიშვნელობის წარმოჩენა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება: პოლიტიკა, პრინციპები და ინოვაცია
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ ლიზა ჯორდანის და პიტერ ვან ტულის რედაქტორობით გამოცემულ წიგნს "არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება: პოლიტიკა, პრინციპები და ინოვაცია".
აღნიშნულ წიგნში განხილულია არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების საკითხი. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ საკითხებზე: სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობა; არასამთავრობო ორგანიზაციების როლი თავად სამოქალაქო საზოგადოების ფარგლებში; ინოვაციები, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გარკვეული ჩარჩო.
განათლება და დასაქმება-გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისკენ
კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრს ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეამ საჩუქრად გადასცა ქართულენოვანი წიგნი „ განათლება და დასაქმება-გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისკენ".
ამ წიგნის მეშვეობით მკითხველი მიიღებს ინფორმაციას საერთაშორისო საკანონმდებლო აქტების და დასავლეთის ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მოქნე პირთათვის განათლების, შრომისა და დასაქმების ფართო ხელმისაწვდომობაზე.
გამოცხადებული ესსეს კონკურსის შედეგები
ესსეს კონკურსში „რატომ არის მნიშვნელოვანი მონაწილეობა?!" ჟიურიმ გამოავლინა 16 გამარჯვებული - ყოველ რეგიონში ორი. ადგილები განაწილდა არა საერთო, არამედ ცალ-ცალკე რეგიონების მონაცემების მიხედვით. რეგიონში სადაც არცერთი ნაშრომი არ შეფასდა 60 ქულაზე მეტით გაუქმდა პირველი და გამოვლინდა ორი მეორე ადგილი.
გთავაზობთ რეგიონების მიხედვით გამარჯვებულ მონაწილეებს:
რეგიონი სახელი, გვარი შედეგი აჭარა დავით ანანიძე თეონა ქოქოლაძე II ადგილი II ადგილი გურია იმედო მარტიკოვი ალექსი ცერცვაძე II ადგილი II ადგილი იმერეთი თამარ შამათავა ლაურა გოტიაშვილი I ადგილი II ადგილი კახეთი შორენა ბაზერაშვილი ქეთევან შავერდოშვილი I ადგილი II ადგილი სამეგრელო ქეთევან მიქაძე თამარ ბულია I ადგილი II ადგილი სამცხე-ჯავახეთი ნინო ავეტისიანი ელენე ნათენაძე I ადგილი II ადგილი ქვემო ქართლი თორნიკე ადამაშვილი თამარ ლობჯანიძე I ადგილი II ადგილი შიდა ქართლი თეკლა ნოზაძე ვლადიმერ ციცაგი II ადგილი II ადგილი
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და ვულოცავთ გამარჯვებულებს
ხალხის მანიფესტი: სამი დოკუმენტური ფილმი
'ხალხის მანიფესტი' არის პროექტი, რომელიც საიამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განახორციელეს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანი დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდით ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტში 904 სხვადასხვა პროფესიის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში მომზადდა სამი დოკუმენტური ფილმი.
- არა
- კი




